ტექნიკური რეგლამენტის − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020864
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
548
16/11/2018
ვებგვერდი, 20/11/2018
300160070.10.003.020864
ტექნიკური რეგლამენტის − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2018 - 26/03/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №548

2018 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების,  გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტი − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის შესახებ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მიკვლევადობის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს გენეტიკურად მოდიფიცირებული   ორგანიზმ(ებ)ისაგან  შედგენილი, მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ის შემცველი პროდუქტებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან წარმოებული  სურსათის/ცხოველის  საკვების  მიკვლევადობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ის შემცველი და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან  შედგენილი და  გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების სიზუსტესთან;

ბ) გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგთან;

გ) კონკრეტულ შემთხვევებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მონიტორინგთან;

დ) შესაბამისი რისკის მართვის ღონისძიებების განხორციელებასთან;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამოღებასთან.

3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ბაზარზე განთავსებულ:

ა) პროდუქტზე, რომელიც შეიცავს  გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმ(ებ)ს ან შედგება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან;

ბ) სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია  გენეტიკურად მოდიფიცირებული  ორგანიზმ(ებ)ისაგან.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ადამიანისა და ვეტერინარული დანიშნულებისათვის განკუთვნილ სამკურნალო საშუალებებზე.  

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომში – გმო) −  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

ბ) გმო-დან წარმოებული − გმო-დან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს გმო-ს ან არ შედგება გმო-სგან;

გ) მიკვლევადობა − გმო-სა და გმო-დან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა ბაზარზე განთავსების − წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე;  

დ) უნიკალური იდენტიფიკატორი − ციფრული ან ანბანურ-ციფრული მარტივი კოდი, რომლითაც შესაძლებელია გმო-სა და მისი მიღებისათვის გამოყენებული ტრანსფორმაციის ავტორიზებული მეთოდის იდენტიფიკაცია, რაც ამ გმო-ს შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა;

ე) ინგრედიენტი − ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის,  არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები ფერმენტი და ასევე შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებისას ან/და დამზადებისას და მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს;

ვ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ ავტორიზებული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;

ზ) დაფასოებული პროდუქტი − საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული პროდუქტი, რომელიც შედგება პროდუქტისა და შესაფუთი მასალისაგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;

თ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირველი ეტაპი − წარმოება − დისტრიბუციის პირველი ეტაპი, როდესაც პროდუქტი ხელმისაწვდომი ხდება მესამე მხარისათვის.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.

მუხლი 4. მოთხოვნები  გენეტიკურად  მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან შედგენილი და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ის შემცველი პროდუქტის მიკვლევადობისა და  ეტიკეტირებისადმი

1. პროდუქტის, რომელიც შედგება  გმო-საგან ან შეიცავს  გმო-ს, მათ შორის, დაუფასოებელი პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ბაზარზე განთავსების პირველ ეტაპზე, გმო-საგან შედგენილი და გმო-ს შემცველი პროდუქტის შესახებ ამ პროდუქტის მიმღებ ბიზნესოპერატორს წერილობით მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ:

ა) პროდუქტი შედგება გმო-საგან ან შეიცავს  გმო-ს;

ბ) ამ გმო-ს მინიჭებული აქვს უნიკალური იდენტიფიკატორ(ებ)ი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის ბაზარზე განთავსების შემდგომ ეტაპებზე ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით  განსაზღვრული ინფორმაციის წერილობით მიწოდება პროდუქტის მიმღები ბიზნესოპერატორისათვის.

3. პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც შედგება  გმო-საგან ან შეიცავს გმო-ს ნარევს და განსაზღვრულია მხოლოდ უშუალოდ სურსათად/ცხოველის საკვებად ან გადამუშავების მიზნით გამოყენებისათვის, ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება ჩანაცვლდეს მხოლოდ გამოყენების შესახებ ინფორმაციით, რომელშიც მოცემული იქნება ნარევში გამოყენებული ყველა გმო-ს უნიკალური იდენტიფიკატორის ჩამონათვალი.

4. ბიზნესოპერატორს უნდა ჰქონდეს სისტემები და სტანდარტიზებული პროცედურები ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის განმავლობაში შენახვისათვის, ყოველი მიწოდების შემდეგ, იმ ბიზნესოპერატორების იდენტიფიკაციის მიზნით, ვის მიერ და ვისზეც განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდება.

5. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს პროდუქტის,  რომელიც შედგება გმო-საგან  ან შეიცავს გმო-ს,  ეტიკეტირება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

6. ამ მუხლის პირველი − მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება პროდუქტზე, რომელშიც ავტორიზებული გმო კვალის სახით არსებობს შემთხვევით ან მათი არსებობა ტექნიკურად გარდაუვალი აუცილებლობითაა განპირობებული და მათი შემცველობა არ აღემატება      0,9%-ს.  

7. ამ მუხლის პირველი − მე-6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება გმო-ს კვალის სახით შემთხვევით არსებობაზე პროდუქტებში, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ სურსათად/ცხოველის საკვებად ან გადამუშავების მიზნით გამოყენებისათვის და მათში გმო-ს არსებობა შემთხვევით ან ტექნიკურად გარდაუვალი აუცილებლობითაა განპირობებული და მათი შემცველობა არ აღემატება 0,9%-ს.

მუხლი 5. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობა

1. გმო-საგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისას, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც იღებს ამ პროდუქტს, წერილობით მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მითითება სურსათის ყველა იმ ინგრედიენტის შესახებ, რომელიც წარმოებულია გმო-საგან;

ბ) მითითება ცხოველის საკვების ყველა იმ მასალისა და დანამატის შესახებ, რომელიც წარმოებულია გმო-საგან;

გ) მითითება, რომ პროდუქტი წარმოებულია გმო-საგან იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტზე არ არის ინგრედიენტების ჩამონათვალი.

2. ბიზნესოპერატორს უნდა ჰქონდეს სისტემები და სტანდარტიზებული პროცედურები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის 5 წლის განმავლობაში შენახვისათვის, ყოველი ცალკეული მიწოდების შემდეგ, იმ ბიზნესოპერატორების იდენტიფიკაციის მიზნით, ვის მიერ და ვისზეც განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდება.

3. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ პროდუქტზე, რომელშიც გმო  კვალის სახით არსებობს შემთხვევით ან მისი არსებობა ტექნიკურად გარდაუვალი აუცილებლობითაა განპირობებული და მისი შემცველობა არ აღემატება 0,9 %-ს.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი

1. ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან გმო-ს შემცველი და  გმო-საგან შედგენილი პროდუქტისა და გმო-საგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს:

ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;

ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახური.

2. გმო-ს შემცველი და  გმო-საგან შედგენილი პროდუქტისა და ასევე გმო-საგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ნიმუშის აღება ხორციელდება დანართით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევები ხორციელდება  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ შემუშავებული ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ვალიდური მეთოდების გამოყენებით.                                                                                                        

დანართი

ნიმუშის აღება

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ის შემცველი და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან შედგენილი პროდუქტისა და ასევე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას

პარტიის ზომა (ტონა)

ნიმუშის ზომა (კგ)

ინკრემენტალური ნიმუშების* რაოდენობა

≤ 50

5

10

100

10

20

250

25

50

≥ 500

50

100

 

* ინკრემენტალური ნიმუში − პროდუქტის მცირე, თანაბარი რაოდენობა, რომელიც აღებულია პარტიის სხვადასხვა სიღრმეში, სხვადასხვა წერტილიდან (სტატიკური, უძრავი აღება) ან პროდუქტის ნაკადიდან, დროის დადგენილ შუალედებში (დინამიკური, მოძრავი აღება).