დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 541 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020855 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018, 300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 − მე-4 მუხლები ამოღებულ იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს, მათდამი წაყენებული ძირითადი მოთხოვნებისა და შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებების განსაზღვრის გზით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 − 13 მუხლები: „მუხლი 11. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ VI-ით განსაზღვრულ სამშენებლო პროდუქტებზე (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები), გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის სამშენებლო პროდუქტისა, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. 2. მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტები, მოცემულია: ა) ცემენტისა და ელექტროკაბელისათვის – სტანდარტ(ებ)ში, რომელთა დასახელებასაც აქვეყნებს სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; ბ) არმატურისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში; გ) პლასტმასის მილებისთვის ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას ასევე უზრუნველყოფს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების (შემდგომში − 50-ე დადგენილება) დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. მუხლი 12. საბაჟო პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას 1. იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, იმპორტიორი ვალდებულია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან IV დანართით ან V დანართით გათვალისწინებული დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის (შემდგომში − სააგენტო) მიწოდების მიზნით. თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით. 2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის), საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. 4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შესაბამისი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით გააჩეროს სამშენებლო პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გააჩეროს სამშენებლო პროდუქტი ამ რეგლამენტის 13 მუხლით გათვალისწინებული, სამშენებლო პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება ან საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. მუხლი 13. საბაჟო კონტროლის ზონებში სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის 12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას დაადგენს შესაბამისი კვლევისთვის სტანდარტით გათვალისწინებულ ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა და შესაბამისი სტანდარტით არ დგინდება პროდუქტის გამოცდისთვის საჭირო ვადა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ვადაში.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამშენებლო პროდუქტი – ამ რეგლამენტის მიზნებისათვის: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები;“. 5. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ჰარმონიზებული ტექნიკური სპეციფიკაციები − ჰარმონიზებული სტანდარტები და ევროპული შეფასების დოკუმენტები.“. 8. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამშენებლო საქმიანობის მიმართ არსებული ძირითადი მოთხოვნები და სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო ობიექტზე გამოყენებისას მისთვის დადგენილი ძირითადი მახასიათებლების აუცილებელი დონე და კლასი განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტით ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტით.“. 9. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს ან აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ ევროპული ტექნიკური შეფასების მოთხოვნებს, მწარმოებელი ვალდებულია, ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე და იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. 2. თუ სამშენებლო პროდუქტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის მოთხოვნებს და პროდუქტზე გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ასახულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში, შესაძლებელია, მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით, გარდა ამ რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 10. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის იმ საიდენტიფიკაციო ნომერსა და დამტკიცების/რეგისტრაციის თარიღს, რომელიც გამოყენებულ იქნა სამშენებლო პროდუქტის თითოეული ძირითადი მახასიათებლის შეფასებისას;“. 11. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დიდი რაოდენობა მიეწოდება ერთ მომხმარებელს, შესაძლოა, წარდგენილ იქნეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“. 12. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ნიშანდების ძირითადი პრინციპები და გამოყენების წესი 1. თუ პროდუქტზე უნდა იქნეს დატანილი ნიშანდება, ის უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი უფლებამოსილია, ნიშანდება დაიტანოს იმ სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებზეც მის მიერ შედგენილია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია, ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად. ნიშანდების დატანით მწარმოებელი აღიარებს სამშენებლო პროდუქტის შესაბამისობას მის მიერ დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებთან ამ რეგლამენტის მოთხოვნებსა და ნიშანდებასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის მოთხოვნებთან.“. 13. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე ნიშანდების დატანის შემთხვევაში, დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად. მწარმოებელმა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძველად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.“. 14. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასები, მისი ძირითადი მახასიათებლების მიმართ განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტით ან ტექნიკური რეგლამენტით.“. 15. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღნიშნული პირები არ უნდა იყვნენ ჩართულნი ისეთ საქმიანობაში, რომელიც გავლენას მოახდენს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე აკრედიტაციით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული აკრძალვა ეხება ასევე აღნიშნული პირების მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.“. 16. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 18. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ამოღებულ იქნეს. 19. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დანართი III-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ძირითადი მახასიათებლები, რომელთათვისაც შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციაზე მითითება არ არის სავალდებულო: ა) ხანძარზე რეაგირება; ბ) ცეცხლმედეგობა; გ) ზედაპირის ცეცხლმედეგობა; დ) ხმაურის დახშობა; ე) საშიში ნივთიერებების ემისია.“. 20. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი IV: „დანართი IV არმატურის შესაბამისობის მოთხოვნები 1. მწარმოებელი ვალდებულია: ა) ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ისეთი არმატურა, რომელიც ვარგისია მხოლოდ განსაზღვრული ტიპის დანიშნულებით გამოყენებისთვის, აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტად მიღებულ საერთაშორისო სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის სტანდარტს ან/და 50-ე დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მინიმუმ ერთ სტანდარტს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს; ბ) არმატურის თითოეულ პარტიას დაურთოს შემდეგი: ბ.ა) შემოწმების სერტიფიკატი №3.1 „ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად; ბ.ბ) სერტიფიცირების ორგანოს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სტანდარტებიდან ერთ-ერთის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება. 2. მწარმოებელი უფლებამოსილია, უზრუნველყოს არმატურაზე ტიპის, პარტიის ან სერიის ნომრის ან ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ელემენტის დატანა ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია, უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მითითება შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტში. 3. იმპორტიორი, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი და დისტრიბუტორი ვალდებულები არიან, საქართველოს ბაზარზე განათავსონ მხოლოდ ისეთი არმატურა, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის დანართ IV-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დაურთონ დანართ IV-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. არმატურისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები 1. ზოგადი მოთხოვნები არმატურას, რომლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება განსაზღვრულია სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტით, აქვს შემდეგი ტექნიკური გრადაციები, კატეგორიები: B400B, B500A, B500B, B500C, B550B. 2. შედუღებადობა და ქიმიური შემადგენლობა 2.1. შედუღებადი არმატურის ყველა ტექნიკური კატეგორიისათვის დადგენილია შედუღებადობის შემდეგი სპეციფიკაციები: ა) ნახშირბადის ეკვივალენტი; ბ) გარკვეული ქიმიური ელემენტების შემცველობა. 2.2. გარკვეული ქიმიური ელემენტების შემცველობისა და ნახშირბადის ეკვივალენტის მაქსიმალური მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში მითითებულ ზედა ზღვრების მნიშვნელობებს. 2.3. ნახშირბადის ეკვივალენტის მაჩვენებელი Ceq უნდა იქნეს გამოთვლილი შემდეგი ფორმულის გამოყენებით: Ceq = C + Mn / 6 + (Cr + Mo + V) / 5 + (Ni + Cu) / 15, სადაც ქიმიური ელემენტების სიმბოლოები აღნიშნავს მათ შემცველობას, რომელიც გამოხატულია, როგორც მასის პროცენტი. ქიმიური შემადგენლობა ცხრილი 1
შენიშნვნა: * შესაძლებელია ნახშირბადის შემცველობის მაჩვენებლის ზედა ზღვრის მნიშვნელობის გაზრდა 0,03%-ით (მასის), თუ ნახშირბადის ეკვივალენტის ზედა ზღვრის მნიშვნელობა შემცირდება 0,02%-ით (მასის). **აზოტის შემცველობის ზღვრების უფრო მაღალი მნიშვნელობები დაშვებულია, თუ აზოტთან რეაგენტების რაოდენობა საკმარისად გაზრდილია. 3. მექანიკური თვისებები 3.1. ჭიმვადობის თვისებები 3.1.1. არმატურის ჭიმვადობის თვისებებისადმი მოთხოვნები (Re, Rm/Re, Agt და Re, act./Re, nom.) მოცემულია მე-2 ცხრილში. 3.1.2. დენადობის ზედა ზღვარი (ReH) უნდა იქნეს გამოყენებული დენადობის ზღვრის (Re) შემთხვევაში. თუ დენადობის ფაქტორი არ იქნა აღმოჩენილი/გამოვლენილი, პირობითი დენადობის ზღვარი უნდა დადგინდეს 0,2% (Rp 0.2). ჭიმვადობის თვისებების მახასიათებლის მნიშვნელობები ტექნიკური კლასის მიხედვით ცხრილი 2
შენიშვნა: * 8 მმ-ზე ნაკლები ნომინალური დიამეტრის პროდუქტებისთვის Rm/Re 8 მახასიათებლის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს 1.02-მდე (ჩათვლით). ** 8 მმ-ზე ნაკლები ნომინალური დიამეტრის მქონე პროდუქტებისთვის Agt მახასიათებელის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს 1%-მდე (ჩათვლით). 3.2. გამოსადეგობა ღუნვისთვის 3.2.1. არმატურის ყველა ტექნიკური კატეგორია გამოსადეგი უნდა იყოს ღუნვისთვის. 3.2.2. ღუნვისთვის გამოსადეგობა უნდა დადასტურდეს სსტ ენ 10080:2005 სტანდარტის შესაბამისად − „ბეტონის არმირებისთვის განკუთვნილი ფოლადი. შედუღებადი არმატურა. ზოგადი“ და სსტ ენ ისო 15630-1:2010 სტანდარტის შესაბამისად − „ფოლადი ბეტონის არმირებისა და წინასწარ დაჭიმვისთვის. გამოცდის მეთოდები. ნაწილი 1: არმატურის ღეროები, გლინულა და მავთული“. 4. ერთი მეტრის წონა და ცდომილებები 4.1. ერთი მეტრის წონის ნომინალური მნიშვნელობა უნდა გამოითვალოს განივი კვეთის ფართობის ნომინალის გათვალისწინებითა და 7.85 x 10-6 kg/mm3 სიმკვრივის მნიშვნელობის გამოყენებით. 4.2. ერთი მეტრის ნომინალური წონიდან დასაშვები გადახრები არ უნდა აღემატებოდეს ± 4.5%-ს. 5. არმატურის ზედაპირის პროფილი 5.1. არმატურისათვის, რომელიც გამოიყენება სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზედაპირის ამოზნექილი ან ჩაზნექილი პროფილირება (დაკბილვა). ზედაპირის ამოზნექილი ან ჩაზნექილი პროფილირება უნდა აკმაყოფილებდეს სსტ ენ 10080:2005 სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს „ფოლადი ბეტონის არმირებისათვის. შედუღებადი არმატურა. ზოგადი.“ დამატებითი მოთხოვნები ზედაპირის ამოზნექილი პროფილირების ფარდობითი ამოზნექილი ნაწილის ფართისადმი მოცემულია მე-3 ცხრილში. ფარდობითი ამოზნექილი ნაწილის მინიმალური ფართობი ცხრილი 3
6. გამოყენებული სიმბოლოების შედარება სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტთან
21. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი V: „დანართი V პლასტმასის მილისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები 1. ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები 1.1. პლასტმასის მილის მწარმოებელი ვალდებულია: 1.1.1. უზრუნველყოს პლასტმასის მილებზე ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერის ან სხვა ნებისმიერი ნიშნის დატანა, რომელიც პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, უზრუნველყოს ინფორმაციის დატანა სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან თანდართულ დოკუმენტაციაზე. 1.1.2. პლასტმასის მილის თითოეულ პარტიას თან დაურთოს ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში − სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) სამშენებლო პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც სამშენებლო პროდუქტი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) პროდუქტის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები; ე) პროდუქტის დანიშნულების მიხედვით გამოყენება. 1.2. იმპორტიორი, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი და დისტრიბუტორი ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მწარმოებლის მიერ ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა.“. 22. დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი VI: „დანართი VI სამშენებლო პროდუქტების ნუსხა
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ნოემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები