„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 538
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020854
538
13/11/2018
ვებგვერდი, 14/11/2018
010110020.10.003.020854
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №538

2018 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) პასიური მუნიციპალიტეტი − ის მუნიციპალიტეტი, რომლიდანაც ამ პროგრამის ფარგლებში არ დაკმაყოფილებულა არცერთი განაცხადი.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.“.

3.  მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და აღჭურვილობით დაკომპლექტება განხორციელდება 2018-2019 წლებში.“.

4.  მე-9 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. მუნიციპალიტეტ(ებ)ში (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტითა და მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა (ან არ დაკმაყოფილდა ხარვეზის გამო) და პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია დამატებით ახალი განაცხადების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განაცხადების დაკმაყოფილებისას დაცული იქნება რიგითობა ისე, რომ მუნიციპალიტეტებში განაცხადების დაკმაყოფილებისას პროგრამაში ჩასართავი პრეტენდენტების რაოდენობის ზრდა მოხდება თანაბარი (პროპორციული) პრინციპით.“.

5.  მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი რეგისტრირებულია პასიურ მუნიციპალიტეტში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება მისი განაცხადი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე