სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 040090000.10.003.020842
527
06/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
040090000.10.003.020842
სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №527

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 106-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი)  ქონების სახეობებია:

1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი, მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილების  განსახორციელებლად.

2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.

3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.

4. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისა და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების (თავშესაფრების) განთავსებისათვის აუცილებელი ქონება.