„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.020840
525
06/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
340090000.10.003.020840
„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №525

2018 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/07/2015, 340090000.10.003.018712) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. 2019 წლის პირველ იანვრამდე  რეგისტრირებული, ამ დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატების ბაზარზე განთავსება დასაშვებია ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“:

ა)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აკრძალულია „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის“ ცხრილ №2-ით −  „აკრძალული ნივთიერებები“ განსაზღვრული სასურსათო დანიშნულების ცხოველებში გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) შემცველი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია.“;

ბ)  მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე