„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 08/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017606
49/ნ
08/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
430110000.22.022.017606
„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №49/ნ

2018 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/09/2016; ს/კ: 430110000.22.022.017185) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის“ მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2016 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების მიზნით:

ა) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და 2018 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით წარუდგენს სამინისტროს;

ბ) სამინისტრო ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი