ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 31/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016008
116
31/10/2018
ვებგვერდი, 06/11/2018
000000000.00.123.016008
ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ  ქუთაისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №116

  2018  წლის 31 ოქტომბერი 

ქ. ქუთაისი  

 

ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებული სკვერისათვის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. ეწოდოს ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის №8-ის დასავლეთით არსებულ სკვერს ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სკვერის სახელდებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს  2018 წლის 31 ოქტომბრიდან.

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                                           ნიკოლოზ  ლატარია