დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 516 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020832 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/11/2018 - 23/01/2020)
|
ტექნიკური რეგლამენტის – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი –
მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდები
|
მუხლი 1. მიზანი და გამოყენების სფერო
ტექნიკური რეგლამენტი – „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების დამტიცების შესახებ“ (შემდგომში-ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ხილ(ზე)ში, ბოსტნეულ(ზე)ში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის (MRL-Maximum Residue Levels) ლაბორატორიული გამოკლვევისათვის ნიმუშის აღების ერთიანი პრინციპების და პროცედურების განსაზღვრას. მუხლი 2. პრინციპები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ხილ(ზე)ში, ბოსტნეულ(ზე)ში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის (MRL) ლაბორატორიული გამოკლვევისათვის ნიმუშის აღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) მცენარეული პროდუქტ(ებ)ის, კვერცხის და რძის პროდუქტ(ებ)ისათვის პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის (MRL) განსაზღვრა მოიცავს პესტიციდების ნარჩენების იმ მაქსიმალური დონეს, რომელიც მოსალოდნელია არსებობდეს პესტიციდ(ებ)ით დამუშავებული პროდუქტის რამოდენიმე ერთეულისგან შემდგარ ნიმუშში და წარმოადგენს პარტიაში პესტიციდების ნარჩენების საშუალო დონეს; ბ) ხორცის, მათ შორის ფრინველისთვის, პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) მოიცავს პესტიციდების ნარჩენების იმ მაქსიმალურ დონეს, რომელიც მოსალოდნელია არსებობდეს პესტიციდ(ებ)ით დამუშავებული ინდივიდუალური ცხოველ(ებ)ის ან ფრინველ(ებ)ის ქსოვილებში; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით, ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) ყველა სახის ხორცისათვის, მათ შორის ფრინველისათვის, ვრცელდება გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშზე, რომელიც შედგება ერთი პირველადი ნიმუშისაგან, ხოლო ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) მცენარეული პროდუქტ(ებ)ის, კვერცხის და რძის პროდუქტ(ებ)ისათვის ვრცელდება გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშზე, რომელიც შედგება 1-დან 10-მდე პირველადი ნიმუშისაგან. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენების მაქსიმალური დონე (ნმდ) – სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების კონცენტრაციის ზედა დასაშვები რაოდენობა, რომელიც კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკიდან და მომხმარებელზე ზემოქმედების ყველაზე უმცირესი რაოდენობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოწყვლადი (მგრძნობიარე) ჯგუფების დასაცავად; ბ) საანალიზო ნაწილი/პორცია – ნარჩენ(ებ)ის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის საანალიზო ნიმუშიდან აღებული (გამოყოფილი) სათანადო ზომის რეპრეზენტატიული რაოდენობის მასალა; გ) საანალიზო ნიმუში – მასალა ლაბორატორიული ნიმუშიდან, რომელიც მომზადებულია საანალიზოდ განკუთვნილი პროდუქტის ნაწილის გამოცალკავებით და შემდგომი შერევით, დაჭრით, წვრილად დაქუცმაცებით და ა.შ., რათა მინიმალური ცდომილებით იქნეს აღებული საანალიზო ნაწილი/პორცია; დ) გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში – პროდუქტის პარტიიდან აღებული კომბინირებული და კარგად შერეული პირველადი ნიმუშების ერთობლიობა, გარდა ხორცის, მათ შორის ფრინველისა. ხორცის, მათ შორის ფრინველისთვის გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში პირველადი ნიმუშის ეკვივალენტურია; ე) ლაბორატორიული ნიმუში – ლაბორატორიაში გაგზავნილი ან ლაბორატორიის მიერ მიღებული ნიმუში. გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშიდან აღებული მასალის რეპრეზენტატიული რაოდენობა; ვ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს, საერთო მახასიათებლებით (წარმოშობა, მწარმოებელი, შეფუთვის ტიპი, შემფუთავი, ტვირთის გამგზავნი, ეტიკეტი, ნიშანდება და სხვა); ზ) საეჭვო პარტია – პარტია, რომლის მიმართ, რაიმე მიზეზით, არსებობს ეჭვი, რომ ის შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეზე მეტ რაოდენობას; თ) არასაეჭვო პარტია – პარტია, რომლის მიმართ არ არსებობს ეჭვი, რომ ის შეიძლება შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეზე მეტ რაოდენობას; ი) პირველადი ნიმუში – პარტიაში ერთი ადგილიდან აღებული ერთი ან მეტი ერთეული; კ) ნიმუში – ერთი ან მეტი ერთეული, რომელიც აღებულია ერთეულების გარკვეული რაოდენობიდან, ან მასალის ნაწილი, რომელიც აღებულია მასალის შედარებით დიდი რაოდენობიდან; ლ) ნიმუშის აღება – პროცედურა, რომელიც გამოიყენება ნიმუშის აღებისა და ნიმუშის შედგენისათვის; მ) ნიმუშის ასაღები ხელსაწყო – ინსტრუმენტები, მათ შორის ციცხვი, ლაპოტი, ჩამჩა, დანა, ბურღი, ნიჩაბი და სხვ., რომელიც გამოიყენება ნაყარი, შეუფუთავი მასალიდან ნიმუშის ასაღებად, ასევე შეფუთული (ცილინდრის ფორმის ყუთი, ყველის დიდი თავი და სხვ.) მასალიდან ან ხორცის ან ფრინველის ერთეულიდან ნიმუშის ასაღებად, რომელთა ზომა იმდენად დიდია, რომ ვერ იქნება აღებული როგორც პირველადი ნიმუში; ასევე ხელსაწყო, როგორიცაა ღარებიანი ყუთი, რომელიც გამოიყენება ნიმუშების დაყოფისათვის გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშებიდან ლაბორატორიული ნიმუშის მოსამზადებლად ან საანალიზო ნიმუშიდან საანალიზო ნაწილის/პორციის მოსამზადებლად; ნ) ნიმუშის აღებაზე უფლებამოსილი – პირი, რომელსაც შესწავლილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნიმუშის აღების წესები და შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილია განახორციელოს ნიმუშის აღება; ო) ნიმუშის ზომა – ერთეულების ან მასალის რაოდენობა, რომელიც ქმნის ნიმუშს; პ) ერთეული – პარტიაში უმცირესი/მინიმალური დისკრეტული ნაწილი, რომელიც აღებული უნდა იქნეს მთლიანი პირველადი ნიმუშის ან მისი ნაწილის ფორმირებისათვის. მუხლი 4. განსაკუთრებული მოთხოვნები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ხილ(ზე)ში, ბოსტნეულ(ზე)ში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის (MRL) ლაბორატორიული გამოკლვევისათვის ნიმუშის აღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) ნიმუშის ასაღები ხელსაწყო შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საანალიზო ნაწილის/პორციის ამოსაღებად; ბ) პროდუქტში ნარჩენების მაქსიმალური დონის (MRL) განსაზღვრისათვის პროდუქტის ნაწილი, რომელიც უნდა დაექვემდებაროს ანალიზს, შეიძლება შეიცავდეს იმ ნაწილებსაც, რომელთა მოხმარება, როგორც წესი, არ ხდება; გ) გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშთან დაკავშირებით: გ.ა) პირველადი ნიმუში უნდა წარმოადგენდეს საკმარის მასალას, რათა შესაძლებელ იქნეს გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშიდან ყველა ლაბორატორიული ნიმუშის აღება; გ.ბ) როდესაც პირველადი ნიმუშ(ებ)ის აღების დროს მზადდება ცალკეული ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)ი, პარტიიდან ნიმუშის აღების დროს გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში წარმოადგენს ლაბორატორიული ნიმუშების კონცეპტუალურ ჯამს; დ) ლაბორატორიულ ნიმუშთან დაკავშირებით: დ.ა) ლაბორატორიული ნიმუში შეიძლება წარმოადგენდეს სრულ გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშს ან მის რომელიმე ნაწილს; დ.ბ) ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)ის მისაღებად ერთეულები არ უნდა იქნეს დაჭრილი ან გატეხილი/ნაწილებად დაყოფილი, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის №3 ცხრილით – „ხორცი და ფრინველი: საწყისი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური რაოდენობა (ზომა)“ განსაზღვრული შემთხვევებისა; დ.გ) შესაძლოა მომზადდეს განმეორებითი ლაბორატორიული ნიმუში; ე) პარტიასთან დაკავშირებით: ე.ა) იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი შედგება პარტიებისაგან, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც სხვადასხვა ბიზნესოპერატორის მიერ მიწოდებული და ა.შ. მაშინ თითოეული პარტია განხილული უნდა იქნეს ცალ-ცალკე; ე.ბ) ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან; ე.გ) თუ დიდი მოცულობის ტვირთში ცალკეული პარტიის ზომის ან საზღვარის დადგენა ადვილად ვერ ხდება, ცალკეული ვაგონი, სატვირთო ავტომობილი ან გემის ნაკვეთური-სექცია და სხვ. შეიძლება ჩაითვალოს როგორც ცალკეული პარტია; ე.დ) პარტია შესაძლებელია იქნეს შერეული, მაგ., დახარისხებით ან წარმოების პროცესით; ვ) პირველად ნიმუშთან დაკავშირებით: ვ.ა) ადგილი პარტიაში, საიდანაც ხდება პირველადი ნიმუშის აღება, უპირატესად შერჩეული უნდა იქნეს შემთხვევითობის პრინციპით. თუ ეს ფიზიკურად არაპრაქტიკულია, პირველადი ნიმუში აღებული უნდა იქნეს პარტიის შემთხვევით ხელმისაწვდომი ადგილებიდან; ვ.ბ) პირველადი ნიმუშისათვის საჭირო ერთეულების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ლაბორატორიული ნიმუშებისათვის საჭირო უმცირესი/მინიმალური ზომისა და რაოდენობის მიხედვით; ვ.გ) მცენარეული პროდუქტ(ებ)ის, კვერცხის და რძის პროდუქტ(ებ)ისათვის, როდესაც პარტიიდან ხდება ერთზე მეტი პირველადი ნიმუშის აღება, თითოეული მათგანი გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშში დაახლოებით თანაბარი პროპორციით უნდა იქნეს წარმოდგენილი; ვ.დ) იმ შემთხვევაში, როდესაც ერთეულები საშუალო ან დიდი ზომისაა და გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშის შერევა ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)ის რეპრეზენტატიულობას, ან როდესაც ერთეულები შეიძლება შერევისას დაზიანდეს (მაგ., კვერცხი, რბილი კონსისტენციის ხილი), პირველადი ნიმუშის აღებისას განმეორებითი ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)ისათვის ერთეულები შესაძლებელია განაწილებული იქნეს შემთხვევით; ვ.ე) იმ შემთვევაში, როდესაც პირველადი ნიმუშების აღება ხდება პარტიის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისას გარკვეული დროის ინტერვალებში, ნიმუშის აღების „ადგილს“ წარმოადგენს ნიმუშის აღების დროის კონკრეტული მონაკვეთი/პერიოდი; ვ.ვ) პირველადი ნიმუშ(ებ)ის მისაღებად ერთეულები არ უნდა იქნეს დაჭრილი და გატეხილი/ნაწილებად დაყოფილი, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის ცხრილი №3-ით „ხორცი და ფრინველი: პირველადი ნიმუშების აღწერა და უმცირესი/მინიმალური ლაბორატორიული ნიმუშების ზომა“ განსაზღვრული შემთხვევებისა; ზ) ნიმუშთან დაკავშირებით, რეპრეზენტატიული ნიმუში განკუთვნილია იმისათვის, რომ ნიმუში რეპრეზენტატიული იყოს მოცემული პარტიისათვის, მოცემული გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშისათვის, მოცემული ცხოველისათვის და ა.შ. პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) განსაზღვრისათვის და არ არის აუცილებელი იყოს რეპრეზენტატიული სხვა მახასიათებლებისთვის; თ) ნიმუშის ასაღებ ხელსაწყოებთან დაკავშირებით: თ.ა) კონკრეტული აღწერილობები მოცემულია შემდეგ სტანდარტებში: თ.ა.ა) International Organisation for Standardisation, 1979. International standard ISO 950: Cereals – sampling (as grain); თ.ა.ბ) International Organisation for Standardisation, 1979. International standard ISO 951: Pulses in bags – sampling; თ.ა.გ) International Organisation for Standardisation, 1980. International Standard ISO 1839: Sampling – tea; თ.ა.დ) International Dairy Federation, 1995. International IDF standard 50C: Milk and milk products – methods of sampling; თ.ბ) ისეთ მასალებთან დაკავშირებით, როგორიცაა გამომშარალი, ფხვიერი ფოთლები, ნიმუშის აღება შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილმა პირმა ხელით; ი) ნიმუშის აღებაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია ყველა იმ პროცედურის განხორციელებაზე, რომელიც მოიცავს ლაბორატორიული ნიმუშის მომზადებას, შეფუთვას და მიწოდებას. მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ აუცილებელია ნიმუშის აღების პროცედურების თანმიმდევრობის დაცვა, ასევე მან უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენა და ლაბორატორიასთან მჭიდრო თანამშრომლობა; კ) ერთეულები უნდა განისაზღვროს შემდეგი სახით: კ.ა) ახალი ხილისა და ბოსტნეულისათვის მთლიანი ხილი და ბოსტნეული ან ბუნებრივად ერთიანი ნაყოფი (მაგ.б ყურძენი) უნდა წარმოადგენდეს ერთეულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკანასკნელი მცირე ზომისაა. დაფასოებული მცირე ზომის პროდუქტების ერთეულები შესაძლოა იდენტიფიცირებული იქნეს ამ მუხლის „კ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის ასაღები ხელსაწყო არ აზიანებს პროდუქტს, იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთეულების მიღებისათვის. ერთეულის მისაღებად თითოეული კვერცხი, ახალი ხილი ან ბოსტნეული არ უნდა იქნეს დაჭრილი ან გატეხილი/ნაწილებად დაყოფილი; კ.ბ) დიდი ზომის ცხოველის, ან მათი ნაწილების, ან ორგანოებისათვის ერთეული უნდა წარმოადგენდეს ცხოველის კონკრეტული ნაწილის ან ორგანოს ნაწილს ან ცხოველის კონკრეტულ ნაწილს ან ორგანოს სრულად/მთლიანად. ერთეულის მისაღებად შესაძლებლია ნაწილები ან ორგანოები იქნეს მოჭრილიж კ.გ) მცირე ზომის ცხოველების, ან მათი ნაწილების ან მათი ორგანოებისათვის ერთეული შეიძლება წარმოადგენდეს თითოეულ მთლიან ცხოველს ან ცხოველის მთლიან ნაწილს ან მთლიან ორგანოს. თუ ისინი დაფასოებულია, ერთეულები მიღებული უნდა იქნეს ამ მუხლის „კ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის ასაღები ხელსაწყო გავლენას არ ახდენს ნარჩენებზე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთეულების აღებისათვის; კ.დ) დაფასოებული მასალისათვის ერთეულად აღებული უნდა იქნეს უმცირესი დისკრეტული შეფუთვები. თუ უმცირესი შეფუთვები ძალიან დიდი ზომისაა, მათგან ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, როგორც შეუფუთავი მასალისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ხოლო თუ უმცირესი შეფუთვა ძალიან მცირე ზომისაა, ერთეულს შეიძლება წარმოდგენდეს თვით შეფუთული პაკეტი ან შეკვრა; კ.ე) შეუფუთავი მასალების (ნაყარი) ან დიდი ზომის შეფუთვებისათვის (მაგ., დიდი ზომის ცილინდრის ფორმის ყუთი, დიდი ზომის ყველი და სხვ.) რომლებიც, დიდი ზომის გამო ერთეულად ვერ იქნება აღებული, ერთეულები მიიღება ნიმუშის ასაღები ხელსაწყოს გამოყენებით. მუხლი 5. ნიმუშის აღების მეთოდები და პროცედურები 1. ნიმუშის აღების ყველა ეტაპზე აუცილებელია დაცულ იქნეს სიფრთხილის ზომები. ნიმუში დაცული უნდა იქნეს დაბინძურებისა და გაფუჭება/დაზიანებისაგან, რამდენადაც ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე. ცალკეული პარტიიდან, რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სახელმწიფო კონტროლს, ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე. 2. ნიმუშებთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები: ა) პირველადი ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით: ა.ა) პირველადი ნიმუშების უმცირესი/მინიმალური რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს პარტიიდან, განისაზღვრება ცხრილი №1-ის „პარტიიდან ასაღები პირველადი ნიმუშების უმცირესი/მინიმალური რაოდენობა“ მიხედვით, ხოლო ხორცის და ფრინველის საეჭვო პარტიიდან ცხრილი №2-ის – „ხორცის ან ფრინველის პარტიიდან შემთხვევით ასაღები პირველადი ნიმუშების რაოდენობა, რომელიც საჭიროა მოცემული ალბათობისათვის სულ მცირე ერთი შეუსაბამო ნიმუშის აღმოსაჩენად, პარტიაში მოცემული სიხშირით ნარჩენების შეუსაბამობების შემთხვევაში“ მიხედვით; ა.ბ) თითოეული პირველადი ნიმუში, შესაძლებლობის მიხედვით, აღებული უნდა იქნეს პარტიის შემთხვევით შერჩეული ადგილიდან, თუ ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. პირველადი ნიმუშები უნდა წარმოადგენდეს საკმარის მასალას იმისათვის, რომ მოცემული პარტიისათვის მიღებულ იქნეს ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)ი; ბ) გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშის მომზადებასთან დაკავშირებით: ბ.ა) ხორცისა და ფრინველისათვის პროცედურები მოცემულია ცხრილი №3-ში – „ხორცი და ფრინველი: საწყისი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური რაოდენობა (ზომა)“. ცალკეული პირველადი ნიმუში განხილული უნდა იქნეს როგორც ცალკეული გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში; ბ.ბ) მცენარეული პროდუქტ(ებ)ის, კვერცხის და რძის პროდუქტ(ებ)ისათვის პროცედურები მოცემულია ცხრილი №4-ში „მცენარეული პროდუქტები: პირველადი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური ზომა“და ცხრილი №5-ში – კვერცხი და რძის პროდუქტები: პირველადი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური ზომა“. გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშის ფორმირებისათვის, თუ პრაქტიკულად შესაძლებელია, პირველადი ნიმუშები უნდა გაერთიანდეს და კარგად უნდა იქნეს შერეული; ბ.გ) თუ გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუშის ფორმირებისათვის შერევა შეუძლებელია და პრაქტიკულად ვერ ხორციელდება, გამოყენებული უნდა იქნეს ალტერნატიული პროცედურები. თუ შერევის ან დაყოფის პროცესების შედეგად პროდუქტის ერთეულები შესაძლებელია დაზიანდეს, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს პესტიციდების ნარჩენი რაოდენობით შემცველობაზე, ან ნარჩენების თანაბრად გადანაწილებისათვის დიდი ზომის ერთეულების შერევა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში პირველადი ნიმუშის აღებისას, ლაბორატორიული ნიმუშის ფორმირებისათვის, ერთეულები აღებული უნდა იქნეს შემთხვევით. ამ შემთხვევაში შედეგი, რომელიც შეფასებისათვის იქნება გამოყენებული, უნდა წარმოადგენდეს ლაბორატორიული ნიმუშების ანალიზის შედეგად მიღებული მნიშვნელობების საშუალო სიდიდეს; გ) ლაბორატორიული ნიმუშის მომზადებასთან დაკავშირებით: გ.ა) ნიმუშის აღებაზე უფლებამოსილმა პირმა დოკუმენტურად უნდა გააფორმოს ფორმულარი – პარტიის წარმოშობის და მახასიათებლების შესახებ მონაცემები, ანუ ინფორმაცია მფლობელის, მიმწოდებლის ან გადამზიდავის შესახებ, ნიმუშის აღების ადგილმდებარეობა, თარიღი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია, ასევე ნებისმიერი გადახრა ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნიმუშის აღების წესიდან. დოკუმენტის ხელმოწერილი ასლი თან უნდა ახლდეს ყველა ლაბორატორიულ ნიმუშს და ერთი ასლი შენახული უნდა იქნეს ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის მიერ. ჩანაწერების ასლი უნდა მიეწოდოს ასევე პარტიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ისინი ლაბორატორიულ ნიმუშს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემა ხდება კომპიუტერული ფორმატით, მათი მიწოდება უნდა განხორციელდეს იმავე მიმღები პირებისათვის ისე რომ შესაძლებელი იყოს განხორციელებული პროცედურების სისწორის გადამოწმება. გ.ბ) ლაბორატორიული ნიმუშის მომზადებისას, როდესაც გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში იმაზე მეტია/დიდია, ვიდრე საჭიროა ლაბორატორიული ნიმუშის მომზადებისათვის, გაერთიანებული/მოცულობითი ნიმუში დაყოფილი უნდა იქნეს რეპრეზენტატიულ ნაწილებად. ამ მიზნით, ზომის შემცირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნიმუშის ასაღები ხელსაწყო, კვარტირება (ნიმუშის მომზადება ოთხად დაყოფის მეთოდით) ან სხვა შესაბამისი პროცედურა, მაგრამ ახალი მცენარეული პროდუქტების ერთეულები და მთლიანი კვერცხი არ უნდა იქნეს დაჭრილი ან გატეხილი/ნაწილებად დაყოფილი. საჭიროების მიხედვით, ამ ეტაპზე აღებული უნდა იქნეს განმეორებითი ლაბორატორიული ნიმუში ან ისინი მომზადებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ალტერნატიული პროცედურის შესაბამისად. უმცირესი/მინიმალური ზომები, რომელიც საჭიროა ლაბორატორიული ნიმუშების მოსამზადებლად, მოცემულია ცხრილი №3, №4 და №5-ში; გ.გ) ლაბორატორიული ნიმუში მოთავსებული უნდა იქნეს ინერტული მასალისაგან დამზადებულ სუფთა კონტეინერში (ტარაში), რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშის დაცვას დაბინძურებისაგან, დაზიანებისა და დაღვრისაგან. კონტეინერი (ტარა) ჰერმეტულად უნდა იქნეს დახურული, მისი მარკირება (ნიშანდება) უნდა განხორციელდეს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი წაშლა. ნიმუშს თან უნდა ახდეს ნიმუშის ფორმულარი. შტრიხ-კოდის გამოყენების შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს ციფრულ-ანბანური ინფორმაცია; გ.დ) ლაბორატორიაში ნიმუში მიწოდებული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად სწრაფად. მიწოდებისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნიმუშის გაფუჭება, მაგ., ახალი, ნედლი ნიმუშების მიწოდება უნდა განხორციელდეს გაცივებულ მდგომარეობაში, გაყინული პროდუქტები – გაყინულ მდგომარეობაში. თუ ხორცის და ფრინველის მიწოდება ლაბორატორიისათვის ვერ ხდება გაფუჭებამდე, საჭიროა ლაბორატორიაში გადატანამდე მათი გაყინვა; დ) საანალიზო ნიმუშის მომზადებასთან დაკავშირებით: დ.ა) ლაბორატორიულ ნიმუშს უნდა მიენიჭოს საკუთარი ამომცნობი ნომერი, რომელიც ნიმუშის მიღების თარიღთან და ნიმუშის ზომასთან ერთად უნდა აღინიშნოს ნიმუშის ფორმულარში; დ.ბ) საანალიზო ნიმუში, ანუ პროდუქტის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ანალიზს, გამოცალკავებული უნდა იქნეს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების დონე გამოთვლილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ მასში შედიოდეს ის ნაწილებიც, რომელიც არ დაექვემდებარა ანალიზს, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ ნაწილების წონაც (მაგ., კურკოვანი მცენარეების კურკა, რომელიც ანალიზს არ ექვემდებარება); ე) საანალიზო ნაწილის/პორციის მომზადებასა და შენახვასთან დაკავშირებით: ე.ა) საჭიროების მიხედვით, საანალიზო ნიმუში უნდა დაქუცმაცდეს და კარგად უნდა იქნეს შერეული, რათა შესაძლებელ იქნეს რეპრეზენტატიული საანალიზო ნაწილის/პორციის მიღება. საანალიზო ნაწილის/პორციის ზომა განსაზღვრული უნდა იქნეს ანალიზის მეთოდისა და შერევის ხარისხის მიხედვით. დაქუცმაცების/დანაწევრების და შერევის მეთოდების შესახებ უნდა მოხდეს ჩანაწერის გაკეთება და გავლენას არ უნდა ახდენდეს საანალიზო ნიმუშში ნარჩენების რაოდენობაზე; ე.ბ) საჭიროების შემთხვევაში, უარყოფითი ეფექტების შემცირებისათვის, საანალიზო ნიმუში დამუშავებული უნდა იქნეს განსაკუთრებულ პირობებში, მაგ., 00C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენებზე და პრაქტიკულად არ არის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდები, საანალიზო ნიმუშები შეიძლება შედგებოდეს მთლიანი ერთეულებისაგან ან მთლიანი ერთეულებისაგან გამოყოფილი/აღებული ნაწილებისაგან/სეგმენტებისაგან. თუ საანალიზო ნაწილი/პორცია შედგება მცირე რაოდენობით ერთეულებისაგან ან ნაწილებისაგან/სეგმენტებისაგან, ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ამ ნაწილების საკმარისი რაოდენობის ასლების ანალიზი, რათა ნაჩვენები იქნეს საშუალო მნიშვნელობის შესაძლო ცდომილება; ე.გ) თუ საანალიზო ნაწილი/პორცია ანალიზის ჩატარებამდე ექვემდებარება შენახვას, შენახვის მეთოდები და ვადები გავლენას არ უნდა ახდენდეს ნარჩენების დონეზე; ე.დ) საჭიროების მიხედვით, განმეორებითი და დამადასტურებელი ანალიზებისათვის აუცილებელია აღებულ იქნეს დამატებითი ნაწილები. 3. ნიმუშის აღების სქემატური გამოსახულებები მოცემულია ნახაზი №1-ზე – „ნიმუშის აღების სქემა: პროდუქტები, გარდა ხორცისა და ფრინველისა“ და ნახაზი №2-ზე „ნიმუშის აღების სქემა: ხორცი და ფრინველი“ . მუხლი 6. შესაბამისობის შეფასების კრიტერიუმები 1. ანალიზის შედეგები უნდა გამომდინარეობდეს ერთი ან მეტი ლაბორატორიული ნიმუშიდან, რომელიც აღებულია პარტიიდან და მიღებულია ანალიზის განხორციელებისათვის სათანადო პირობებში. შედეგები გამყარებული უნდა იქნეს ხარისხის კონტროლის შესახებ მონაცემებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეს (MRL), აუცილებელია დადასტურებული იქნეს პესტიციდის დასახელება, ხოლო მისი კონცენტრაცია შემოწმებული უნდა იქნეს ერთი ან მეტი დამატებითი საანალიზო ნაწილის/პორციის ანალიზით, რომელიც აღებულია საწყისი ლაბორატორიული ნიმუშ(ებ)იდან. 3. ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) ვრცელდება გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშზე. 4. პარტია იმ შემთხვევაში შეესაბამება ნარჩენების მაქსიმალური დონეს (MRL), თუ ანალიზის შედეგები არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეს. 5. იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებულ/მოცულობით ნიმუშში ნარჩენების მაქსიმალური დონე (MRL) აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დონეს, პარტიის შეუსაბამობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) კონკრეტული გარემოებების შესაბამისად, ერთი ან რამდენიმე ლაბორატორიული ნიმუშიდან მიღებულ შედეგები; ბ) ანალიზის ცდომილება(სარწმუნოობა) და სიზუსტე, რომელზედაც მითითებულია ხარისხის კონტროლის მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებში.
ცხრილი №1 პარტიიდან ასაღები პირველადი ნიმუშების უმცირესი/მინიმალური რაოდენობა
ცხრილი №2 ხორცის ან ფრინველის პარტიიდან შემთხვევით ასაღები პირველადი ნიმუშების რაოდენობა, რომელიც საჭიროა მოცემული ალბათობისათვის სულ მცირე ერთი შეუსაბამო ნიმუშის აღმოსაჩენად, პარტიაში მოცემული სიხშირით ნარჩენების შეუსაბამობების შემთხვევაში
ხორცი და ფრინველი: პირველადი ნიმუშის აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშის მინიმალური ზომა“ განსაზღვრული შემთხვევებისა;
ცხრილი №3 ხორცი და ფრინველი: საწყისი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური რაოდენობა (ზომა)
ცხრილი №4 მცენარეული პროდუქტები: პირველადი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური ზომა
ცხრილი №5 კვერცხი და რძის პროდუქტები: პირველადი ნიმუშების აღწერა და ლაბორატორიული ნიმუშების მინიმალური ზომა
|
დოკუმენტის კომენტარები