„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017603
46/ნ
01/11/2018
ვებგვერდი, 01/11/2018
430210000.22.022.017603
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №46/ნ

2018 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017282) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“:

 

1. მე-2 მუხლის:

) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმძღვანელოს მაკეტის ანკეტა (შემდეგში − ანკეტა) − დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სახელმძღვანელოს მაკეტის შესახებ. ანკეტის რეკვიზიტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდეგში − მინისტრი);

ი) რეცენზენტი – პირი (მასწავლებელი, დარგის მეცნიერი, ფილოლოგი (ქართული ენის), ფსიქოლოგი ან სხვა სპეციალისტი), რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ახორციელებს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირებას;“.

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) განმცხადებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში − სამინისტრო) წარუდგენს გრიფირების განაცხადს კონკრეტული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების თხოვნით;“.

გ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სალიცენზიო ხელშეკრულება − სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის ამ წესისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადებული ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლების შესახებ;

) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) საავტორო ჰონორარი – გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლების (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) გადაცემისათვის, საბაზისო (ფიქსირებული) ან საბაზისო (ფიქსირებული) და გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ტირაჟის ოდენობის მიხედვით, გრიფის მოქმედების ვადით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფინანსური სარგებელი;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრიფირების მიმდინარეობისას, ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განაცხადონ ამის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) რეცენზენტის აცილება;

ბ) რეცენზიის გაუქმება;

გ) განაცხადის განუხილველად დატოვება, თუკი დასტურდება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის არსებობის განზრახი დაფარვა;

დ) მოსაზრებების განმხილველი კომისიის წევრის აცილება.“.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის განმეორებითი რეცენზირების დროის უკმარისობის გამო თუ რეცენზიის გაუქმება საფრთხეს უქმნის გრიფირებას ან სამინისტროს მიერ სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს რეცენზია მხედველობაში არ მიიღება.“.

 

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრიფირების პროცესის წარმართვისათვის სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - მართვის სისტემა) ქმნის გრიფირების  ადმინისტრირების  ელექტრონულ  სისტემას, უზრუნველყოფს  მის  გამართულ ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, პერიოდულ განახლებას, მასში დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას, გრიფირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის წარმოებასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.“.

 

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე.“.

 

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადების    რეგისტრაციის    ეტაპზე   წარმოებს    განაცხადების    სამინისტროში    მიღება   და შესაბამისობის   დადგენა   ამ   წესისა   და   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის მოთხოვნებთან.      სამინისტრო      უფლებამოსილია      მიიღოს      გადაწყვეტილება     განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ იმ განაცხადების მიმართ, რომლებსაც დაუდგინდათ შეუსაბამობა (ხარვეზი) და მის აღმოსაფხვრელად    განსაზღვრულ    ვადაში იგი არ გამოსწორდა.    ამით სახელმძღვანელოს/სერიის   მაკეტი  კარგავს  გრიფირების  შემდეგ  ეტაპზე  მონაწილეობის  მიღების უფლებას.

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი (PDF ფორმატში, სასურველია DPI − არაუმეტეს 600), შესაბამისი ელექტრონული რესურსით (არსებობის შემთხვევაში) იმ სახით, რომლითაც გამოირიცხება საავტორო უფლების მფლობელის ან/და ავტორის იდენტიფიცირება, ამასთან ყოველ გვერდზე წარწერით „Don’t Copy“.

ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტის:

ბ.გ.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ.ა) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი წარდგენილ იქნეს გრიფის მინიჭებაზე, ხოლო გრიფის მინიჭების შემთხვევაში − სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;“.

ბ.გ.ბ.) „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  თანახმაა, სამინისტრომ გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილ განაცხადში, ანკეტაში და შესაბამის დოკუმენტებსა და მასალებში მითითებული ინფორმაციის სისწორე და შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ;“.

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სამინისტროს გადასცეს აღნიშნული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის უფლება, კერძოდ: რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების უფლება;“.

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტის ამოღებულ იქნეს;

გ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  თანახმაა, მის მიერ განაცხადით წარმოდგენილი სახელმძღვანელოსათვის/სერიისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროსთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გადამუშავების დაკვეთის შესასრულებლად, ხოლო დაკვეთის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − ამ სახელმძღვანელოზე შესაბამისი უფლება ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით მიზნობრივად გადასცეს სამინისტროს ან სამინისტროს მიერ შერჩეულ მესამე პირს;“.

გ.ე)  „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თანახმაა, სამინისტროს წარუდგინოს გრიფმინჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდი ამ წესით დადგენილი პერიოდისათვის.“.

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განმცხადებელი ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ მუხლში მატერიალური ფორმით მოთხოვნილი დოკუმენტაცია სამინისტროს გადასცეს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტურობის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის იდენტური, სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს ამ ხარვეზის აღმოფხვრის ვადა. ამ დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის ან სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განაცხადის რეგისტრაცია ჩაითვლება ბათილად.“.

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განმცხადებელი განაცხადების რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, გარანტორს წარუდგენს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში ტირაჟის ოდენობის მიხედვით დასაანგარიშებელ საავტორო ჰონორარზე მისთვის მისაღები ფასდაკლების (პროცენტულ) ოდენობას. აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში.“.

ვ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ა.დ) სერიის კონცეპტუალური ერთიანობის ხედვასთან (სერიულად გამოცხადების შემთხვევაში);“.

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტექნიკურ რეცენზირებას, რომლის დროსაც დგინდება სახელმძღვანელოს/სერიის (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) მაკეტის შესაბამისობა ტექნიკურ კრიტერიუმებთან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელი ვალდებულია, რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის მიერ განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის შესაბამისი ცვლილება (შინაარსობრივი, ტექნიკური), თუკი აღნიშნულზე პირდაპირ რეკომენდაციას/მითითებას შეიცავს რეცენზია ან უფლებამოსილია დასაბუთებული მოსაზრებით მიმართოს მოსაზრებების განმხილველ დროებით კომისიას. კორექტირებული სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი მიეწოდება შესაბამის (შინაარსობრივ ან ტექნიკურ) რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფს კორექტირების ავთენტურობის დასადგენად. განმცხადებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან  მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიისათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი აღარ განიხილება გრიფირების შემდეგ ეტაპზე.“.

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ინფორმაცია საჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ.“.

 

7. 91 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელი, უფლებამოსილია რეცენზიის გაცნობის შემდეგ, თითოეულ რეცენზიასთან     დაკავშირებით მოსაზრებების განმხილველ დროებით კომისიას წარუდგინოს (ელექტრონულად) თავისი დასაბუთებული მოსაზრებები.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსაზრებების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე, გადაწყვეტილების შესრულების ვადები და მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებლის მოსაზრებების განხილვაში, შესაბამისი რეცენზენტის/რეცენზენტების გარდა, მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჩართულ იქნენ შესაბამისი საგნის/დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომლებიც არ მონაწილეობენ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.“.

9. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმძღვანელოს/სერიის თითოეულმა სახელმძღვანელოს მაკეტმა შინაარსობრივი რეცენზირებისას გადალახა სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით კრიტერიუმებისათვის ან/და ინდიკატორებისათვის დადგენილი მაქსიმალური ჯამური ქულებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი (ბარიერი) და სრულად აკმაყოფილებს სახელმძღვანელოს/სერიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილება გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ  ვებგვერდზე:  www.mes.gov.ge.  გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება განაცხადის რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.“.

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გრიფირების განმავლობაში განმცხადებელს ეკრძალება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირებისათვის წარმოდგენილ რედაქციაში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კორექტირება, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და მოსაზრებების განმხილველი დროებითი კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებისას.“.

10. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე.“.

11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. უფლებამოსილებათა გამიჯვნა

1. სამინისტრო:

ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით,  დებს სალიცენზიო  ხელშეკრულებას და ახორციელებს  მისი შესრულების მონიტორინგს;

ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;

გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;

დ)განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების  შესყიდვისათვის  აუცილებელ მოთხოვნებს,  მათ  შორის, სახელმძღვანელოს  ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);

ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;

ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;

ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს  პოტენციური ავტორებისთვის;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;

ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;

კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდეგომში - სააგენტო):

ა) ვალდებულია     განახორციელოს       გრიფმინიჭებული       სახელმძღვანელოს/სერიის რეპროდუცირების, გადამუშავების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების და დისტრიბუციის მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა, დადოს შესაბამისი ხელშეკრულებები და განახორციელოს მათი შესრულების მონიტორინგი;

ბ) უფლებამოსილია, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოზე/სერიაზე (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) განათავსოს საიდენტიფიკაციო ჭდე და გაიღოს შესაბამისი ხარჯი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;

დ) ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“ და განსაზღვროს ამ პროგრამის ბენეფიციარები;

ე) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ვ) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

3. მართვის სისტემა:

ა) წინამდებარე წესითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახელმძღვანელოს სერიის/მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს რეცენზირების პროცესს;

ბ) უფლებამოსილია საავტორო უფლების მფლობელისგან მიიღოს საბეჭდი ფაილი და ატვირთოს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, შეამოწმოს იგი წინამდებარე წესით დამტკიცებული დანართის სახელმძღვანელოს დიზაინის შესაბამისობასთან და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვოს მისი აღმოფხვრა;

გ) უფლებამოსილია წინამდებარე წესის ფარგლებში, განცხადებელს/საავტორო უფლების მფლობელს გაუწიოს ტექნიკური ხასიათის კონსულტაცია ან/და დახმარება;

დ) ვალდებულია უზრუნველყოს სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ელექტრონული შერჩევის ტექნიკური მხარდაჭერა;

ე) სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად, განახორციელოს სკოლების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება, ანალიზი, რანჟირება და სამინისტროსთვის  ან/და სააგენტოსთვის მიწოდება;

ვ) ვალდებულია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოს შერჩეულ რეცენზენტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;

ზ) უფლებამოსილია  ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

4. საავტორო უფლების მფლობელი:

ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის,  მათი  არჩევანის  გათვალისწინებით.  ამ  მიზნით  იგი  უფლებამოსილია  მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;

ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ სახელმძღვანელოზე/სერიაზე  ინფორმაციის  გავრცელებას  (პრესითა  და  ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას.

5.  სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში).

6. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და მართვის სისტემას.  მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის  საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.

7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.“.

 

12. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები

1. სამინისტრო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას საავტორო უფლების მფლობელთან გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადით სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების ან გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მინისტრი სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე საავტორო უფლების მფლობელებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვრავს ვადას სახელმძღვანელოს/სერიის ვებგვერდის (მოქმედი) შესახებ ინფორმაციის (მისამართი) წარმოსადგენად.“.

13. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროსა და საავტორო უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შესაძლებელია განხორციელდეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიების შექმნა, რისთვისაც სამინისტრო ადგენს სპეციალურ ტექნიკურ პარამეტრებს, გავრცელების პირობებს, წყაროს (ვებგვერდი), საავტორო უფლების მფლობელთან აწარმოებს მოლაპარაკებას ანაზღაურებასა და სხვა დამატებით პირობებზე.“.

14. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ცვლილების ინიციატორი შეიძლება იყოს საავტორო უფლების მფლობელი, სამინისტრო ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი, საავტორო უფლების მფლობელთან შეთანხმებით.“ 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში/სერიაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია განახლებული საბეჭდი ფაილი გადასცეს მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს განახლებული საბეჭდი ფაილის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.“.

15. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
16. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროსგან მოითხოვოს სალიცენზიო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მისთვის მიწოდება და გაცნობის ხელშეწყობა;“;

ა.ბ) „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ წესითა და სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუფერხებელი შესრულების   მიზნით,   სამინისტროს თანხმობით გრიფის  მინიჭების   შემდეგ  საკუთარი უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს;

1) სამინისტროსგან მოითხოვოს და მიიღოს მათი მხრიდან ამ წესით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მათ არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;“.

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „თ“-„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამინისტროს    დაინტერესების     შემთხვევაში,    მიიღოს    მონაწილეობა    მოლაპარაკებებში    და ითანამშრომლოს მასთან გრიფმინიჭებული  სახელმძღვანელოს/სერიის  გადამუშავების  საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუკი საავტორო უფლების მფლობელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყვის სახელმძღვანელოს/სერიის  გადამუშავების  ვალდებულების აღებაზე,  იგი ვალდებულია აღნიშნული საავტორო  უფლება მიზნობრივად, ლიცენზიის ხელშეკრულებით გადასცეს სამინისტროს მიერ შერჩეულ პირს. თარგმანთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროსა  და საავტორო  უფლების მფლობელს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებით;

ი) ამ  წესით  განსაზღვრული  პირობების  შეუსრულებლობისათვის  (მათ  შორის,  გრიფმინიჭებული რედაქციისაგან განსხვავებული რედაქციით რეპროდუცირება, გრიფის მინიჭების შემდეგ ლიცენზიის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, საბეჭდ ფაილში არსებული ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრაზე უარის თქმა)   სამინისტროს აუნაზღაუროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურება მას არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;

კ) სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამინისტროს  მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინოს სახელმძღვანელოს/სერიის აქტიური ვებგვერდი (მისამართი), რომელსაც მიუთითებს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებში და უზრუნველყოფს ამ ვებგვერდის აქტიურობას, უსაფრთხოებასა და სანდოობას გრიფის მოქმედების ვადის განმავლობაში;“;

ბ.ბ) „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) სამინისტროს მოთხოვნით, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, უზრუნველყოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;

2) გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ან მართვის სისტემას გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს იდენტური საბეჭდი ფაილი. წარდგენილი ან ატვირთული საბეჭდი ფაილის გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან იდენტურობასა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საავტორო უფლების მფლობელს“.

ბ.გ) „ლ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ3“ ქვეპუნქტი:

„ლ3) შესაბამისი საგნის ერთი საფეხურის ფარგლებში ერთი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ამავე საფეხურის ფარგლებში შემდგომი კლასის/კლასების სახელმძღვანელოების შესარჩევად  გამოცხადებულ გრიფირებაში.“.

 

17. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების ვადა გაუგრძელდეთ იმავე საგანისა და კლასის სახელმძღვანელოსათვის მინისტრის მიერ ახალი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სასწავლო წლის დაწყებამდე.“.

 

18. დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი