დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017145 |
|
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016392) დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და XXII კარის 98-ე ჯგუფის:
1. „დამატებითი შენიშვნები პოზიციების მიმართ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამატებითი შენიშვნები პოზიციების მიმართ: 1. 9801 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „მანქანის ნაწილი“ აღნიშნავს ნებისმიერ ნაწილს, რომლიც დამატებითი გამოკვლევის გარეშე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული ასეთად. 2. 9803 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება 4201, 4202 და 4203 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი მეორადი მოხმარების საქონლის ნაკრებები. 3. 9804 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება 9401 და 9403 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი მეორადი მოხმარების ავეჯი. 4. 9805 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება მხოლოდ ისეთი ნაჭრები და ქსოვილები, რომელთა სამკერვალო საწარმოებში გამოყენება შეუძლებელია ერთი სახეობის ნაჭრის მცირე რაოდენობის გამო.“.
2. 9804 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები