„შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020821
505
29/10/2018
ვებგვერდი, 01/11/2018
300160070.10.003.020821
„შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505

2018 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2018, 300160070.10.003.020400) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შემსყიდველის საკუთრებაში არსებული თბოსადგურის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროს შესყიდვების განხორციელება დასაშვებია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.  

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. იმ შემთხვევაში, თუ თბოსადგურის არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მათი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით  აუცილებელია, შესყიდულ იქნეს მომსახურება ან კონკრეტული სასაქონლო ნიშნის ან/და მოდელის საქონელი, შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შესაძლოა, განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. აღნიშნულ შემთხვევაში, საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს თბოსადგურის არსებული მოწყობილობ(ებ)ის/აგრეგატ(ებ)ის ან შესასყიდი საქონლის მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან.“.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შესყიდვების კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი წარმოშობის წყაროს, არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად  არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.“.

4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. შემსყიდველი უფლებამოსილია, პოტენციურ მიმწოდებელთან აწარმოოს მოლაპარაკებები და  ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადოს ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში.“. 

5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ ენაზე, ისე ქართულ და უცხოურ ენებზე ერთად.“.

6.  მე-16 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3 პუნქტი:

„3.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლოა, არ გავრცელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შერჩეულ მიმწოდებლებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებზე.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადად განისაზღვროს ამოქმედებიდან 6 (ექვსი) თვე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე