„შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.020820
504
26/10/2018
ვებგვერდი, 29/10/2018
270000000.10.003.020820
„შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №504

2018 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის  პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  29/12/2017, 270000000.10.003.020313) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“  ქვეპუნქტი:

„ზ1) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო/ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების (ექსპერტების) მიერ ადგილობრივ საწარმოებში/დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად შესყიდვის განხორციელება;“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე