„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 21643
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016465
21643
13/08/2018
ვებგვერდი, 23/10/2018
000000000.00.00.016465
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №21643

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „1ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე1) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო;“;

ბ)   მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველო

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში   წარდგენა;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი სანქციის შეფარდება;

გ) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;

დ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                                    გ. თაბუაშვილი