„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3622-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210050.04.001.016248
3622-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
010210050.04.001.016248
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი   1.   ძალადაკარგულად   გამოცხადდეს  „ეროვნული  უშიშროების  საბჭოს შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 152).

მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების მომენტიდან, კომპეტენციის ფარგლებში ჩაითვალოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამონაცვლედ.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს საქართველოს  პრეზიდენტის  მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3622-Iს