დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3584-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 120290000.05.001.019210 |
|
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს სხვა სამსახურებსა და არასამხედრო-შრომით ფორმირებებშიც, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს საქართველოს თავდაცვის ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე.“. 2. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირის (რეზერვისტის) აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების და მის მიერ სარეზერვო სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამობილიზაციო რეზერვისათვის დადგენილი წესითა და პირობებით. აღნიშნული პირი საბრძოლო მომზადების გავლას არ ექვემდებარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3584-Iს |
დოკუმენტის კომენტარები