„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017143
395
17/10/2018
ვებგვერდი, 19/10/2018
190040000.22.033.017143
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №395

2018 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:
1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

 

754

 

4394

ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება“

 

755

 

4395

ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება„

 

843

 

4483

ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსი„

 

844

 

4484

ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა„

 

845

 

4485

ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის რაგბის სპორტული სკოლა

 

851

 

4491

ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი „ტყიბული“

 

1347

 

4987

ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახით ხელოვნების გალერეა“

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 1447 – ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბიუჯეტის განმკარგველი:

1448

5088

ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი“

 

2. დანართ №3-ში:
ა) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის  3269 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ცივი იარაღის ტარების გამო“  შემდეგ დაემატოს შემდეგი კოდი:

შემოსავალი სანქციებიდან ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო.

 

3549

“;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი – 3550 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში სამართალდარღვევების გამო“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემოსავალი სანქციებიდან აუდიტის სფეროში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო.

 

3550

.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი