დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 11/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 11/10/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.17.010.016071 |
|
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი;“ 2. დაემატოს 151 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი 1. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებებია: ა) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება; ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების მიმართულებით; გ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება; დ) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა. 2. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ლიდერობის, კოორდინაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება; ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მედიაწიგნიერების მიმართულებით და ამ მიზნით სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობა (პარტნიორობა); გ) მედიაწიგნიერების კვლევითი პროგრამების შემუშავება, მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შეფასების მიზნით; დ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება, კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება; ე) ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი მასალის მომზადება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ვ) პროექტების განხორციელება სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად; ზ) საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება ცნობიერების ამაღლების კუთხით განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და სკოლის შემდეგომ); თ) მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, ასევე მშობლებთან, მასწავლებლებთან და შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან მედია და ციფრული წიგნიერების განვითარების უნარების გაუმჯობესებისათვის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; ი) არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები