დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 224/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 10/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016349 |
|
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის 37/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2018; სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016282) დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ დაინტერესებული პირის მიერ, რომელსაც სურს აწარმოოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. პუნქტი ვალდებულია დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილებამდე 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარმოუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ეროვნული ბანკისაგან თანხმობის მისაღებად. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემას.“ . 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. რეგისტრირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა/ფილიალებმა 2019 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის ასლის ეროვნულ ბანკში წარმოდგენა.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები