დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 483 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/10/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.020799 |
|
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადიკსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.“. 3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 11-ს ისე, რომ ერთი ფიზიკური პირი, რომელიც რამდენიმე კოოპერატივის წევრია, ჩაითვლება ერთ მეპაიედ. მეპაიე, რომელსაც მფლობელობაში არ გააჩნია ან საპაიო ფონდში არ შეუტანია ფური ან/და დეკეული, მეპაიეთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1,5 ჰა-ისა და არაუმეტეს 4 ჰა-ისა, რომლებიც რეგისტრირებულია იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) პროგრამაში მონაწილეობის საკითხი განხილულია საერთო კრების მიერ და მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება.“. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) საერთო კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით (გარდა ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 სამუშაო დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში პროგრამაში რეგისტრაცია გამოაცხადოს რამდენჯერმე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების არასწორად/არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტო უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს.“. 6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადგენის ვადად განისაზღვროს ამავე პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის წარდგენიდან არაუმეტეს 6 თვისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ქონების ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2018 წლის 1 აპრილამდე – არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის მონაწილისათვის გადაცემის თაობაზე ქონების ეროვნული სააგენტო საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო უფლებამოსილია, ამ მონაწილისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა მონაწილეს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.“. 7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთ მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაიეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პრეტენდენტი. თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, ან თუ გაკეთებული განაცხადების რაოდენობა აჭარბებს პროგრამისათვის მიმდინარე წელს განკუთვნილი ბიუჯეტის ოდენობას, მაშინ განაცხადები დაკმაყოფილდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.“. 8. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
დანართი №2
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები