მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
50
03/10/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
010250000.35.113.016370
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/10/2018 - 03/07/2019)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2018 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

 

 

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი (შემდგომში მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი).
მუხლი 2
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა)  საკურორტო ზონებში:

ა.ა)  სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის 4 ლარი;

ა.ბ) მრავალბინიანი სახლები, კომერციული დანიშნულების ობიექტები (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) 4 ლარი;

ა.გ)     სამრეწველო ობიექტი 5 ლარი;

ა.დ) სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, სარებილიტაციო პროფილის შენობა-ნაგებობებისათვის    2.50 ლარი;

ბ) ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე   4 ლარი;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე:

გ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის   2,50 ლარი;

გ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის   2,50 ლარი;

დ) ობიექტის დემონტაჟი   2,50 ლარი;

ე) ხაზობრივი ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის:

ე.ა)   II, III კატეგორიის ნაგებობებზე   1 ლარი;

ე.ბ)  IV კატეგორიის ნაგებობებზე   0.50 ლარი;

ვ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი:

ვ.ა) II კლასის ობიექტებისთვის 50 ლარი;

ვ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის   200 ლარი;

ვ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის 400 ლარი.

მუხლი 3
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 აგვისტოს №42 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/08/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016362).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული

ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია


ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.

2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში.


მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ახალ ასაშენებელი ობიექტი, რომელზედაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

2. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (სპეციალურ სახაზინო კოდზე) თანხის შეტანის გზით.


მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათები
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს;

ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული  ობიექტით დაკავებულ ფართს.