დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3450-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200140.05.001.019169 |
|
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040200140.05.001.018425) 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3450-Iს |
დოკუმენტის კომენტარები