დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3456-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.019164 |
|
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.“. 2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. 3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. 4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3456-Iს |
დოკუმენტის კომენტარები