„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბროს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბროს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.148.016528
82
14/09/2018
ვებგვერდი, 19/09/2018
010260000.35.148.016528
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბროს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82

2018 წლის 14 სექტემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დაინტერესებული    პირის   განცხადების   საფუძველზე   ადასტურებს   მის   სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტს, აგრეთვე ადგენს პირის ოკუპირებული ტერიტორიის გამოყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრების ფაქტს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის მიერ გასაცემი ცნობის პროექტს;“ .

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. საქონლის  ადგილწარმოშობის,  პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი  ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტის, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტისა და მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობების გაცემის წესი“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის ადგილწარმოშობის, პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ფაქტის, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტისა და მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე