„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 456
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020772
456
07/09/2018
ვებგვერდი, 11/09/2018
340170000.10.003.020772
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №456

2018 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“:

1. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, ამასთან:

ა) ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, ხოლო მეორე – რეფერენტული  (შედარებითი) ნიმუშის სახით, ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით, დალუქულ მდგომარეობაში, საქონლის მფლობელისთვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, სათანადო პირობებში ინახება საქონლის მფლობელის მიერ;

ბ) საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე;

გ) საქონლის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია,  დამატებით აღებულ იქნეს ნიმუშის ეგზემპლარი, რომელიც რჩება საქონლის მფლობელთან.“.

2. მე-12 მუხლის 12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 121. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი

1.  იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის პირველად შედეგს, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს მოდავე მხარე.

2.  რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შესახებ მოთხოვნა დაყენებულ უნდა იქნეს საქონლის მფლობელის მიერ, მისთვის ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზი ტარდება:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული ანალიზი ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;

ბ)  მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.

4. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა და მის საფუძველზე მიიღება ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

5.  რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზისათვის, თუ საქონლის მფლობელის მიერ წარდგენილი იქნება დაზიანებული (დარღვეულია შეფუთვის, ლუქის მთლიანობა, არ იკითხება ლუქის ნომერი და სხვ.) რეფერენტული (შედარებითი) ნიმუში, ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგი ჩაითვლება საბოლოოდ.“.

4. მე-17 მუხლიმე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემოსავლების სამსახური ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, იმპორტთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე