„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2- 67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2- 67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-734
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016544
2-734
03/09/2018
ვებგვერდი, 04/09/2018
040030000.22.023.016544
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2- 67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-734

2018 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2- 67 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2012; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016067) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების.“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.“;

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი“.

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაზღვრავს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და  მოადგილეების უფლებამოსილებებს და კომპეტენციის სფეროებს, ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;“;

ბ.ბ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებისათვის დაადგინოს სახელფასო დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით;“;

გ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წინაშე.

4. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი  მოადგილე, რომლებსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავმჯდომარე.

5. თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. მე- 7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს თავმჯდომარე ან/და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები.“.

4. მე- 10 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. სააგენტო ვალდებულია, კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრს, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტოს სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი