დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 446 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/08/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170020.10.003.020762 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2018 - 10/01/2020)
|
კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დადგენილების დანართით განისაზღვროს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც 2019 წლიდან შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესასყიდად კონსოლიდირებული ტენდერების განხორციელების კონკრეტული თარიღები და შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები, აგრეთვე სატენდერო კომისი(ებ)ის შემადგენლობა და სხვა სათანადო საკითხები განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით.
|
მუხლი 3 |
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. ეთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, 2019 წლისთვის საჭირო ის საქონელი და მომსახურება, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, შეისყიდონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვა უნდა შეათანხმოს მის განხორციელებამდე, მანამ, სანამ იგი, დადგენილი წესით, გააფორმებს ხელშეკრულებას შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. |
მუხლი 4 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ამ დადგენილების აღსრულებისთვის.
|
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები