„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020752
436
24/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
340170000.10.003.020752
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №436

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა), რომელთა ღირებულება არ აღემატება 500 ლარს, შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;

ბ.ბ) 3 კგ-მდე ციტრუსების ნაყოფი;

ბ.გ) 5 კგ-მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;

ბ.დ) 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილი ან ტოტი, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;

ბ.ე) 5 ცალამდე ქოთნის მცენარე;

ბ.ვ) 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;

ბ.ზ) 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;

ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;“.

2. მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მცენარის თესლი (სათესლე მასალა), რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანა ან/და კულტივირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე