„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.020744
428
17/08/2018
ვებგვერდი, 20/08/2018
240080010.10.003.020744
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2018 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა


1. სააერნაოსნო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

2. საქართველოს ტელერადიოცენტრის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფო ქსელების ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატელევიზიო სატელეკომუნიკაციო ანძები.

3. რკინიგზა და მეტროპოლიტენი.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  და პრობაციის ბიუროების ადმინისტრაციული შენობები.

5. საქართველოს ფოსტის ინფრასტრუქტურა: სერვისცენტრები, გზავნილების დამუშავების (გაცვლის) ცენტრები.

6. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიწისქვეშა გეოფიზიკური ლაბორატორია.