„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.020731
415
13/08/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
240140000.10.003.020731
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №415

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:

1.  121 მუხლის:  

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში, დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი − მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში, დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პროგრამის ახალი ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროექტი −  მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ, პროგრამის ფარგლებში, კონტრაქტორისათვის წარდგენილი ბიზნესგეგმა;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კონტრაქტორი − ლოტზე შერჩეული, ამ პროგრამითა და მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში, პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირისა, რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის 126 მუხლის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება;“;  

ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ბენეფიციარის ხელშეკრულება − სააგენტოსა და პროგრამის ახალ ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს შორის თანადაფინანსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;“;

ზ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ეტაპი − პერიოდი პროგრამის ახალი ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევიდან და  ბენეფიციარის ხელშეკრულების სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის პროცედურის ჩათვლით;“;

თ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;  

ი) „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) პროგრამის მონაცემთა ბაზა − პროგრამის თითოეული ეტაპის აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემა მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ განაცხადების მიღების დაწყებიდან ბენეფიციარის ხელშეკრულების მონიტორინგის ჩათვლით;

ტ) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ პროგრამის ახალი ბენეფიციარისათვის/პროგრამის ბენეფიციარისათვის /პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფისათვის გამოყოფილი დაფინანსება.“. 

2. 12მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების, რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაციის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე ეკონომიკური მიგრაციის შემცირების მიზნით, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.“.

3.  123 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ამ პროგრამის 125 მუხლით დადგენილი წესით, აფორმებს ბენეფიციარის ხელშეკრულებას პროგრამის ახალ ბენეფიციართან/პროგრამის ბენეფიციართან/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფთან და უზრუნველყოფს მათ თანადაფინანსებას სააგენტოს ასიგნებებიდან;“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მეწარმე სუბიექტების/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფების, ასევე პროგრამის ახალი ბენეფიციარების/პროგრამის ბენეფიციარების/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მონაცემთა აღრიცხვის მიზნით, ქმნის პროგრამის მონაცემთა ბაზას;“;   

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის 125 მუხლის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციებს სააგენტოს მიერ პროგრამის ახალი ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით;“.

4.  125 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებულის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში დაფინანსება არ აქვს მიღებული:

ა) განაცხადით მიმართავს კონტრაქტორს;

ბ) წარადგენს კონტრაქტორთან პროექტს.“;          

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში, დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით, პროგრამაში მონაწილეობის მიღების  მსურველი მეწარმე სუბიექტი/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი განაცხადით მიმართავს კონტრაქტორს და წარუდგენს პროექტს.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონტრაქტორის მიერ პროექტის მოწონებისა და დაფინანსების რეკომენდაციის შემთხვევაში, სააგენტოსა და პროგრამის ახალ ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს შორის ფორმდება ბენეფიციარის ხელშეკრულება, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს თანადაფინანსება პროგრამის ახალ ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფზე.“;

დ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროგრამის ახალ ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს უწევს პროგრამასა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას;“;  

ე) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროგრამის ახალ ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით;“;

ვ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მხრიდან დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ახალ ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფზე განისაზღვრება 20 000 (ოცი ათასი) ლარით.“;  

ზ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ)  51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაიცემა ერთჯერადად, გარდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში 2018 წლის 1 აგვისტომდე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მეორედ დაფინანსებისა.“;

კ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 20 (ოცი) პროცენტით,  ხოლო პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება თანადაფინანსების თანხის არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) პროცენტით.“;

ლ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა პროგრამის ახალი ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ განხორციელდება მხოლოდ ფინანსურად, ფულადი სახით. ამ მიზნით, ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებამდე პროგრამის ახალი ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი თანამონაწილეობის თანხას განათავსებს საკუთარ საბანკო ანგარიშზე და ატყობინებს კონტრაქტორსა და სააგენტოს. კონტრაქტორის მიერ თანამონაწილეობის თანხის მიზნობრივად გახარჯვის დადასტურების შემდგომ, სააგენტო განათავსებს თანადაფინანსების თანხას აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე.“;

მ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კონტრაქტორის მიერ პროექტის შეფასებისას და დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტის პრიორიტეტულობა;

ბ) ახალი ბიზნესის წამოწყება;

გ) მდედრობითი სქესის მიერ ბიზნესის წამოწყება;

დ) საქართველოს სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

ე) იძულებით გადაადგილებულ პირ – დევნილთა მიერ ბიზნესის წამოწყება.“;

ნ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კონტრაქტორი არ გასცემს რეკომენდაციას დაფინანსებაზე, თუ პროგრამის ახალი ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.“;

ო) მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:

ა) რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები;

ბ) ბიოლოგიური აქტივების შეძენა, რომელიც გამიზნულია აღნიშნული აქტივების ერთჯერადი გაყიდვის/ვაჭრობის მიზნით;

გ) სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც განკუთვნილია ადამიანების გადასაყვანად;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება.“.

5.  128 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 128. ამ პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მიღების მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე