2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016416
41/2018
10/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
010210010.15.008.016416
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №41/2018

2018 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 5 იანვრის №1/2018 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 08/01/2016, 010210010.15.008.016376) დამტკიცებულ დანართში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



ცესკოს №41/2018 დადგენილების დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა  სულ
(ლარი) 
06 02 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია     42,667,518
  ხარჯები          41,742,518
  შრომის ანაზღაურება          20,326,517
  საქონელი და მომსახურება            9,408,277
  სხვა ხარჯები          12,007,724
  არაფინანსური აქტივების ზრდა               925,000
06 02 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები     32,127,177
  ხარჯები          31,202,177
  შრომის ანაზღაურება          19,968,700
  საქონელი და მომსახურება            8,575,477
  სხვა ხარჯები            2,658,000
  არაფინანსური აქტივების ზრდა               925,000
06 02 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება       1,190,617
  ხარჯები            1,190,617
  შრომის ანაზღაურება               357,817
  საქონელი და მომსახურება               832,800
06 02 03 საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები       2,111,674
  ხარჯები            2,111,674
  სხვა ხარჯები            2,111,674
06 02 04 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება       7,238,050
  ხარჯები            7,238,050
  სხვა ხარჯები            7,238,050