„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.17.010.016069
5
09/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
010220020.17.010.016069
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2018 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესყიდვისა და ლოგისტიკის ჯგუფი;“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიის წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და კორექტირება;

ბ) კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად, კომისიის წლიური ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო  დაწესებულებებთან ურთიერთობა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების წარმართვა;

ვ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით  კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

თ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ი) კომისიის მარაგების მართვა და შესაბამისი საორგანიზაციო, ტექნიკა-მოწყობილობებით და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგების უზრუნველყოფა;

კ) კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

5. სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და საორგანიზაციო მომსახურება;

ბ) კომისიის საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყოფის საჭიროებების განსაზღვრა;

გ) კომისიის საოფისე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) კომისიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებისთვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) კომისიის სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, მათ შორის სასაწყობო მეურნეობის მართვა;

ვ) კომისიის ავტოპარკის მართვა და გადაადგილების მონიტორინგი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვა, და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ზ) კომისიის შრომის უსაფრთხოებისა და  ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის უზრუნველყოფა;

თ) კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) კომისიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე