„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017043
299
31/07/2018
ვებგვერდი, 02/08/2018
010210000.08.002.017043
„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №299

2018 წლის 31 ივლისი

ქ.თბილისი

 

„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2014; 010210000.08.002.016923) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 10.

1. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს  ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებები კომისიის წერილობით მიმართვაზე პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.

2. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

 1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო ცნობისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდეგში – სამსახური) ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი