დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 383 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020699 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2018 - 01/12/2021)
|
ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები
|
მუხლი
1. ტექნიკური
რეგლამენტის
რეგულირების
საგანი
ტექნიკური რეგლამენტი – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი ) განსაზღვრავს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე . მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანები 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მავნე ნივთიერებებთან მიმართებით . 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანებია : ა ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობების (ასევე სახეობებისა და ჩამონათვალის ) დადგენა , რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას ან /და შემცირებას ; ბ ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსთვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის , შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაწესება . მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) დონე – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ან მისი დალექვა მიწისპირზე , დროის მოცემულ პერიოდში ; ბ ) შეფასება – ნებისმიერი მეთოდი , რომელიც გამოიყენება დონეების გაზომვის , გამოთვლის ან პროგნოზირებისთვის ; გ ) ზღვრული მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით მეცნიერული გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი დონე , რომელიც მიღწეული უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და შემდგომში არ უნდა აჭარბებდეს უკვე მიღწეულ დონეს ; დ ) შეფასების ზედა ზღვარი – დონე , რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტაციონარული გაზომვებისა და მოდელირების მეთოდის და /ან ინდიკატორული საზომი მექანიზმების ერთობლიობა ; ე ) შეფასების ქვედა ზღვარი – დონე , რომლის ქვემოთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოდელირების ან ობიექტური შეფასების მეთოდი ; ვ ) ტოლერანტობის ზღვარი – ზღვრული მნიშვნელობის პროცენტი , რომლითაც აღნიშნული მნიშვნელობა შესაძლებელია გადაჭარბებული იქნეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული პირობების თანახმად ; ზ ) განგაშის ზღვარი – ზღვარი , რომლის მიღმაც მოსახლეობის ჯანმრთელობა მყისიერი უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება და დაუყოვნებლივ საჭიროებს ზომების მიღებას ; თ ) კრიტიკული დონე – მეცნიერული გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი დონე , რომლის გადაჭარბებამ შესაძლებელია პირდაპირი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთ ისეთ რეცეპტორზე , როგორებიცაა ხეები , სხვა მცენარეები ან ბუნებრივი ეკოსისტემები , მაგრამ არა ადამიანზე ; ი ) მიზნობრივი მნიშვნელობა – ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე დროის მოცემულ პერიოდში , ასეთი დონის მიღწევის შესაძლებლობის შემთხვევაში ; კ ) გრძელვადიანი მიზანი – დონე , რომელიც მიღწეული უნდა იქნეს გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მისი მიღწევა შეუძლებელია რაციონალური ღონისძიებების გატარების შედეგად ; ლ ) PM10 – მყარი ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით – 10 მიკრომეტრის ან ნაკლები ; მ ) PM2,5 – მყარი ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით – 2,5 მიკრომეტრის ან ნაკლები ; ნ ) მყარი ნაწილაკები – PM2,5 ან /და PM10; ო ) აზოტის ოქსიდები (NOx) – ჰაერში მოცულობის მემილიარდედი ნაწილებით გამოსახული აზოტის მონოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის მოლური წილების ჯამი , გამოსახული აზოტის დიოქსიდის ხვედრითი წონის ერთეულებში (მკგ /მ 3); პ ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (პან ) – ორგანული ნაერთები , რომლებიც შედგება ორი ან მეტი ბენზოლის რგოლისგან ; ჟ ) მავნე ნივთიერებები – ჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი ნივთიერება , რომელზეც ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება : ჟ . ა ) გოგირდის დიოქსიდი ; ჟ .ბ ) აზოტის დიოქსიდი ; ჟ .გ ) აზოტის ოქსიდები ; ჟ .დ ) მყარი ნაწილაკები ; ჟ .ე ) ტყვია ; ჟ .ვ ) ბენზოლი ; ჟ .ზ ) ნახშირბადის მონოქსიდი ; ჟ .თ ) ოზონი ; ჟ .ი ) დარიშხანი ; ჟ .კ ) კადმიუმი ; ჟ .ლ ) ვერცხლისწყალი ; ჟ .მ ) ნიკელი ; ჟ .ნ ) ბენზ (ა )პირენი ან სხვა პან -ები ; ჟ .ო ) მანგანუმის დიოქსიდი ; რ ) გასაშუალოების პერიოდი – დროის ის მონაკვეთი , რომლის განმავლობაში ჩატარებული მავნე ნივთიერების დონის გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების გასაშუალოება ხორციელდება ; ს ) AOT40 – მცენარეებზე ოზონის საერთო ზემოქმედების მაჩვენებელი , რომელიც გამოისახება (მკგ /მ 3)*სთ ერთეულით . AOT40 წარმოადგენს 80 მკგ /მ 3-ზე მაღალი და 80 მკგ /მ 3 საათური კონცენტრაციების მაჩვენებლებს შორის სხვაობის ჯამს , რომლის გაანგარიშებისთვის გამოიყენება მხოლოდ 1 მაისიდან 31 ივლისის პერიოდში 08:00-20:00 საათურ ინტერვალში განხორციელებული ყოველდღიური გაზომვების შედეგები . სახელწოდება „AOT40“ გულისხმობს 40 მემილიარდედ წილს (ppb), რომელიც 80 მკგ /მ 3-ის იდენტური სიდიდეა . 2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა . მუხლი 4. ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობა და ტოლერანტობის ზღვარი 1 . ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების ზღვრული მნიშვნელობა , რომელიც განსაზღვრავს დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად , განსაზღვრულია დანართ №1-ით . 2. ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების ტოლერანტობის ზღვარი არის ზღვრული მნიშვნელობის პროცენტი , რომლითაც დანართ №1-ში მოცემული მნიშვნელობა შესაძლებელია გადაჭარბებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად , იმ შემთხვევაში , თუ შეუძლებელია ზღვრული მნიშვნელობის დაცვა . 3. აზოტის დიოქსიდის (NO2), მყარი ნაწილაკებისა (PM2,5) და ბენზოლის (C6H6) ტოლერანტობის ზღვარი 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველი 12 თვის შემდეგ 2025 წლის 1 იანვრამდე მცირდება თანაბრად , 0%-მდე . 4. დანართ №1-ით განსაზღვრული ზღვრული მნიშვნელობები უნდა გადამოწმდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ . მუხლი 5. ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების დონის შეფასების ზღვრები საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების დონეების შეფასების ზღვრების საფუძველზე , რომელიც დადგენილია დანართ №2-ით . მუხლი 6. ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაციის მიზნობრივი მნიშვნელობა 1. ზოგიერთი მავნე ნივთიერებისთვის , რომელთა დონე ატმოსფერულ ჰაერში აჭარბებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობას , მაგრამ შესაბამისი ზომების მიღების შედეგად შესაძლებელია ამ მნიშვნელობაზე უკეთესი ხარისხის მიღწევა დროის მოცემულ პერიოდში , დგინდება მიზნობრივი მნიშვნელობა . 2. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკებისთვის (PM2,5) მიზნობრივი მნიშვნელობა განსაზღვრულია დანართ №3-ით . მუხლი 7. განგაშისა და შეტყობინების ზღვრები 1. გოგირდის დიოქსიდის , აზოტის დიოქსიდისა და მიწისპირა ოზონის კონცენტრაციის მომატებისას მყისიერი ზემოქმედებისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით , ამ მავნე ნივთიერებებისთვის დანართ №4-ით დადგენილია განგაშის ზღვრები . 2. მიწისპირა ოზონისთვის დანართ №4-ით ასევე დადგენილია შეტყობინების ზღვარი , რომლის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა გავრცელდეს ინფორმაცია ოზონის მყისიერი ზემოქმედების რისკის არსებობის შესახებ . მუხლი 8. მცენარეული საფარისა და სხვა ეკოსისტემების დაცვა 1. მცენარეულ საფარსა და სხვა ეკოსისტემებზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით , დანართ №5-ით დგინდება ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდების კრიტიკული დონე და მისი შეფასების ზღვრები , რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს ამ მავნე ნივთიერებების დონე . 2. მიწისპირა ოზონის ზემოქმედებისგან მცენარეული საფარის დაცვის მიზნით დანართ №6-ით დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მიწისპირა ოზონის დონის ზღვრული მნიშვნელობა და საჭიროების შემთხვევაში , გრძელვადიანი მიზანი . მუხლი 9. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 1. მოსახლეობა , ასევე დაინტერესებული ორგანიზაციები (მათ შორის , გარემოსდაცვითი ორგანიზაციები , მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციები , ჯანდაცვის სფეროს შესაბამისი უწყებები და სხვ .) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ დროულად და ადეკვატურად უნდა იქნენ ინფორმირებულნი . ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი , ადვილად ხელმისაწვდომი მედიასაშუალებით , მათ შორის , ინტერნეტით ან ტელეკომუნიკაციის სხვა შესაბამისი საშუალებით . 2. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ წლიური ანგარიში . 3. მოსახლეობისთვის რეგულარულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში კონცენტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია . 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები წარმოდგენილი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებით განსაზღვრული გასაშუალოების პერიოდების შესაბამისად , გასაშუალოებული მნიშვნელობების სახით . 5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია , ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს მონაცემებს ზღვრული მნიშვნელობების , მიზნობრივი მნიშვნელობების , გრძელვადიანი მიზნების , განგაშის ზღვრებისა და შეტყობინების ზღვრების გადაჭარბების შესახებ , შესაბამისი გასაშუალოების პერიოდებისთვის . აღნიშნული მონაცემები , წლიური ანგარიშის შემთხვევაში , წარმოდგენილ უნდა იქნეს შეჯამებული სახით . 6. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს კონცენტრაციების ჰაერის ხარისხის სტანდარტთან შედარების მოკლე შეფასება და შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ . 7. გოგირდის დიოქსიდის , აზოტის დიოქსიდის , მყარი ნაწილაკების (PM10 მაინც ), ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის ატმოსფერულ ჰაერში კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია უნდა განახლდეს , სულ მცირე , ყოველდღიურად , ხოლო იქ , სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია – საათობრივად . ტყვიისა და ბენზოლის ატმოსფერულ ჰაერში კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ბოლო 12 თვის გასაშუალოებული მნიშვნელობის სახით , რომელიც 3 თვეში ერთხელ , ხოლო იქ , სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია – ყოველთვიურად უნდა განახლდეს . 8. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დროული ინფორმაცია განგაშის ზღვრებისა და შეტყობინების ზღვრების გადაჭარბების შესახებ . აღნიშნული ზღვრების გადაჭარბების შესახებ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს , სულ მცირე , შემდეგი სახის ინფორმაცია : ა ) ინფორმაცია დაფიქსირებული გადაჭარბების შესახებ : ა .ა ) გადაჭარბების ადგილმდებარეობა ან არეალი ; ა .ბ ) გადაჭარბებული ზღვრის ტიპი (შეტყობინების ან განგაშის ); ა .გ ) გადაჭარბების დაწყების დრო და ხანგრძლივობა ; ა .დ ) ყველაზე მაღალი ერთსაათიანი კონცენტრაცია და ოზონის შემთხვევაში დამატებით ყველაზე მაღალი რვასაათიანი კონცენტრაცია ; ბ ) ინფორმაცია მოსახლეობის ტიპის შესახებ , ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ და რეკომენდებული ქცევა : ბ .ა ) ინფორმაცია მოსახლეობის იმ ჯგუფების შესახებ , რომლებიც რისკის ქვეშ არიან ; ბ .ბ ) სავარაუდო სიმპტომების აღწერა ; ბ .გ ) რეკომენდებული ზომები , რომლებიც უნდა იქნეს მიღებული მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფების მიერ . 9. ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით . 10. ამ მუხლითა და მე -7 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო .
დანართი №1 ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების, ტყვიის, ბენზოლის და ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაციის ზღვრული მნიშვნელობები
დანართი №2 ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების დონის შფასების ქვედა და ზედა ზღვრები
დანართი №3 ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაციისთვის დადგენილი მიზნობრივი მნიშვნელობა
დანართი №4 ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის და მიწისპირა ოზონის დონეების განგაშის და შეტყობინების ზღვრები
დანართი №5 მცენარეული საფარის და სხვა ეკოსისტემების დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში დადგენილი გოგირდის დიოქსიდის და აზოტის ოქსიდების კრიტიკული დონე და შეფასების ზედა და ქვედა ზღვრები
დანართი №6
მცენარეული საფარის და სხვა ეკოსისტემების დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში დადგენილი მიწისპირა ოზონის დონის ზღვრული მნიშვნელობა და გრძელვადიანი მიზანი
1 ყოველი 12 თვის შემდეგ მცირდება თანაბარწილად 0%-მდე 2025 წლის 1 იანვრისთვის. 2 მაქსიმალური დღიური რვასაათიანი საშუალო კონცენტრაცია შეირჩევა მცოცავი რვასაათიანი საშუალო მონაცემების ანალიზით. რვასაათიანი საშუალო მონაცემი იანგარიშება საათური მონაცემების გასაშუალოების საფუძველზე და საათობრივად ახლდება. ასე გამოანგარიშებული თითოეული რვასაათიანი საშუალო მონაცემი მიეკუთვნება იმ დღეს, რომელშიც ხვდება გასაშუალოების პერიოდის ბოლო საათი. მაგალითად, პირველი გამოსათვლელი გასაშუალოების პერიოდი ნებისმიერი დღისთვის იქნება წინა დღის 17.00 სთ-დან ამ დღის 01.00 სთ-ის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი გამოსათვლელი გასაშუალოების პერიოდი ნებისმიერი დღისთვის იქნება ამ დღის 16.00 სთ-დან ამავე დღის 24.00 სთ-ის ჩათვლით. 3 თუ სამი წლის საშუალო მაჩვენებელი ვერ განისაზღვრება მთლიანი და თანმიმდევრული წლიური მონაცემების საფუძველზე, მინიმალური მონაცემები მიზნობრივ ზღვართან შესაბამისობის დადგენის შემოწმების მიზნით იქნება ერთი წლის სანდო მონაცემები. 4 ზღვრის გადაჭარბება უნდა ფიქსირდებოდეს ზედიზედ სამი საათის განმავლობაში ისეთ ადგილზე, რომელიც საშუალებას იძლევა, შეფასდეს არანაკლებ 100 კმ 2 ტერიტორიის ან ზონის/აგლომერაციის (რომელიც უფრო პატარაა) ჰაერის ხარისხი. 5 ზღვრის გადაჭარბება დაფიქსირებულ ან პროგნოზირებულ უნდა იქნეს ზედიზედ სამი საათის განმავლობაში. 6 მიღწევის თარიღი არ არის განსაზღვრული. 7 თუ ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელი ვერ განისაზღვრება მთლიანი და თანმიმდევრული წლიური მონაცემების საფუძველზე, მინიმალური წლიური მონაცემები მიზნობრივ ზღვართან შესაბამისობის დადგენის შემოწმების მიზნით იქნება სამი წლის სანდო მონაცემები.
|
დოკუმენტის კომენტარები