სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3273-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.019099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3273-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
080240000.05.001.019099
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.


თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსს, საქმიანობის პრინციპებსა და უფლებამოსილებებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი და საქმიანობის მიმართულება

ამ კანონის საფუძველზე იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზანია, განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით და ახორციელებს ამ კანონით ან/და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; 

ბ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

გ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

დ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

ე) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

ვ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

ზ) (ამოღებულია - 30.12.2021, №1312); 

თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

ი) მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა); 

კ) სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ;

ლ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; 

მ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;

ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული პირი, მათ შორის, ამ პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონის 62 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი.

2. (ამოღებულია - 30.12.2021, №1312).  

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3802 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4981 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3992 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.

თავი II.  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები, მისი არჩევა, ხელშეუხებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;

გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) პროფესიონალიზმი;

ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს;

დ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს;

ვ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომ − სპეციალური წოდება) მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესს;

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს და იყენებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღს;

2) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს. ეს წესი დგინდება აგრეთვე სხვა, შესაბამისი ნორმატიული აქტებით;

3) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას;

4) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ავტომანქანით, საწვავითა და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს;

5) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობით სარგებლობისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ასრულებს;     

6) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისთვის ქმნის სათათბირო ორგანოებს და ადგენს მათი საქმიანობის წესს;

ზ) წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

თ) უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას. 

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4981 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 6. (ამოღებულია) 

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4981 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 61. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი ცხადდება და საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. ამ საკონკურსო კომისიის წევრები არიან:

ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით ან უკონკურსოდ შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 14 კვირისა და არაუგვიანეს 12 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. ყველა აღნიშნული უწყებისა და დაწესებულების მიერ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ცნობების შემდეგ ან საკონკურსო კომისიის წევრთა წარდგენის ვადის გასვლიდან 7 დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი. აღნიშნული დებულება საჯაროდ ქვეყნდება.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად.

6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თუ საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კენჭისყრით ვერ აირჩევს ან თუ ორივე კანდიდატი კენჭისყრამდე უარს იტყვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

7. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ იქნა არჩეული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომდევნო დღიდან.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. პირი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4209 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

მუხლი 62. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობებზე ნიშნავს ბრძანებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებითა და სამართლებრივი გარანტიებით. 

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 7. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 71. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ხელშეუხებლობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 8. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 81. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია არჩევიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. სანამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან, იგი არ არის უფლებამოსილი, შეუდგეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 9. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 91. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) იგი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;

ზ) იგი გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს შორის უფლებამოსილებების განაწილებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის წესები დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4981 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელსა და მოსამსახურეზე რაიმე ზემოქმედება და მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ზოგად ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა თაობაზე, სტატისტიკურ მონაცემებს მისი უფლებამოსილებების სფეროში მიმდინარე გამოძიების შესახებ, ზოგად ტენდენციებს, შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის საკითხებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არავის არა აქვს უფლება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი შეუშალოს მისი გამოძიების მსვლელობას.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4209 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

თავი III. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 13. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 14. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 15. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 16. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 17. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

თავი IV. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 18. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

თავი V

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სფეროში

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 19. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ;

გ) საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის  108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ეს დანაშაული სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.

2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ აგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.

3. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე არ არის, პროკურორის გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა, და ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად გადაეცემა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად პროკურორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.

4. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად მისთვის გადაცემის შესახებ. თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.

5. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადასცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს დასაბუთებული წინადადებით:

ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, − წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა;

გ) სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ;

დ) პროცესის მონაწილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

7. თუ ზედამხედველი პროკურორი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას არ გაიზიარებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.

8. თუ არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი მოადგილის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2198 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4209 – ვებგვერდი, 12.06.2024წ.

მუხლი 20. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები გამოძიების სფეროში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;

გ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და მოქმედებები.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა), 35-ე მუხლითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 22. პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის  საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

მუხლი 23. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სტატუსი, თანამდებობაზე დანიშვნა და მოვალეობები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) არის საჯარო მოსამსახურე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმავე კანონით დადგენილი წესით, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები არ უნდა იყოს, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირის სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაზე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პირი სტაჟიორ-გამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.

6. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).

7. დასაშვებია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ჰორიზონტალური გადაყვანა.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანის გარდა, სამსახურებრივი გადაყვანის სხვა შემთხვევები განისაზღვრება ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. იმავე ნორმატიული აქტით განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა) სამსახურებრივი გადაყვანის შემთხვევები.  

9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამტკიცებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2198 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

მუხლი 24. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მისი/მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 241. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.

2. დისციპლინური გადაცდომის კატეგორიებია:

ა) მსუბუქი გადაცდომა;

ბ) საშუალო გადაცდომა;

გ) მძიმე გადაცდომა.

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ:

ა) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გარემოებათა გათვალისწინებით, ფასდება მსუბუქ გადაცდომად ან საშუალო გადაცდომად;

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად;

დ) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად;

ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ფარგლებში დასაკისრებელი დისციპლინური სახდელის სახეებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;

დ) თანამდებობრივი დაქვეითება;

ე) სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება;

ვ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ:

ა) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ფასდება მსუბუქ გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება შენიშვნა ან საყვედური;

ბ) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა ფასდება მსუბუქ გადაცდომად ან საშუალო გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება შენიშვნა, საყვედური ან თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დარღვევა ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საყვედური, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, თანამდებობრივი დაქვეითება, სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

დ) კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ, გარემოებათა გათვალისწინებით, გამოიყენება საყვედური, თანამდებობრივი სარგოს 30%-მდე ოდენობით დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით, თანამდებობრივი დაქვეითება, სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) დანაშაულის ჩადენა, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ფასდება მძიმე გადაცდომად და დისციპლინური სახდელის სახედ გამოიყენება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. 

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ მისთვის დისციპლინური სახდელის დადებიდან 1 წელი გავიდა და მას ახალი დისციპლინური სახდელი არ შეეფარდა.

7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს დისციპლინური სახდელი არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 წელი გავიდა.

8. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი უნდა დაეკისროს.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას შესაძლებელია დაეკისროს ბოლოს შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელი.

10. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ ერთი ან ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური სახდელის სახედ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

11. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააუქმოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

12. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ თანამდებობრივი დაქვეითების ან სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითების გამოყენების შემთხვევაში სახდელის მოხდის ვადის გასვლა არ იწვევს სახდელის დაკისრებამდე არსებული თანამდებობრივი მდგომარეობის ან სპეციალური წოდების აღდგენას.

13. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიმართ, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი, არ გამოიყენება წახალისების ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 243 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებისა.  

14. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი:

ა) მას არ ენიჭება მორიგი სპეციალური წოდება;

ბ) მას არ ეძლევა სახელფასო დანამატი;

გ) იგი არ წინაურდება.

15. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულების შეჩერებას.

16. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 242. დისციპლინური წარმოება

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს.

2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ.

3. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია:

ა) შესამოწმებელი ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, აგრეთვე ამავე მიზნით მოიწვიოს ნებისმიერი სხვა პირი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელს/პირს განუმარტოს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;

გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია;

დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი და მისგან კონსულტაცია მიიღოს;

ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შესახებ;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა და იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარედგინება.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური წარმოების წესი დგინდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე. 

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 243. წახალისების ღონისძიებები

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი წახალისების ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;

ზ) უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;

თ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 25. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).

3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იღებს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;

გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, თუ მას სპეციალური წოდება აქვს;

დ) წელთა ნამსახურობის დანამატს, თუ მას სპეციალური წოდება აქვს;

ე) საკლასო დანამატს, თუ მას სპეციალური წოდება არ აქვს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საკლასო დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 26. სპეციალური წოდებები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

მუხლი 261. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და მოქალაქეთა მიღების პროცედურები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. დანაშაულის შესახებ განცხადება და საჩივარი დაუყოვნებლივ განიხილება.

საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 27. (ამოღებულია) 

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ

მუხლი 271. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება და მისი შედეგები

1. 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა . 2022 წლის 1 მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა“ და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებას ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან სამართლიანი კომპენსაციის მიუცემლად) - საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/9/1673,1681 – ვებგვერდი, 22.11.2022წ.

2. 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.

3. 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები და მრჩეველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში მათი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2022 წლის 1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რომელიმე აღნიშნული თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.

4. 2021 წლის 22 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, ადმინისტრაციული დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) თანამშრომლები, მათ წერილობით თანხმობაში გამოხატული ნების შესაბამისად, 2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნონ მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, 2021 წლის 22 დეკემბერს არსებული მათი თანამდებობრივი სარგოების შენარჩუნებით. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რომელიმე აღნიშნული თანამშრომელი 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2022 წლის 1 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. იგი 2022 წლის 1 მარტიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 1 მარტიდან დაამტკიცონ ამ სამსახურების დებულებები, თანამშრომელთა საშტატო ნუსხები, შრომის ანაზღაურების წესები და ოდენობები და განსაზღვრონ აღნიშნული სამსახურების სტრუქტურები, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებები. ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მათ შორის, თანამშრომელთა საშტატო ნუსხების დამტკიცებისას, გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ პუნქტის საფუძველზე დასანიშნი პირების რაოდენობა და აღნიშნული პირების მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე დასანიშნად საჭირო სხვა გარემოებები.

6. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბალანსზე 2022 წლის 1 მარტამდე რიცხული ქონებისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2022 წლის 1 მარტიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2022 წლის 1 მარტიდან ამ ქონებისა და დოკუმენტაციის ნაწილის პირდაპირ გადაცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის, ხოლო აღნიშნული ქონებისა და დოკუმენტაციის სხვა ნაწილისა − სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

7. 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები. ასეთი გარიგების შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

8. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების 2022 წლის 1 მარტამდე ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი არ ტარდება და სახელმწიფო ინსპექტორი არ აირჩევა.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ

საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/9/1673,1681 – ვებგვერდი, 22.11.2022წ.

მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები    

1. 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისი საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

2. 2019 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

3. 2019 წლის 1 ნოემბრამდე სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.

4. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.

5. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4238 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4893 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.

მუხლი 281. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველად არჩევამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურები შეირჩეს და საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინოს ამ კანონის 61 მუხლის შესაბამისად, შემდეგი ვადების დაცვით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს და ამ კანონის 61 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უწყებებმა და დაწესებულებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობა გააცნონ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისია შექმნას და საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა მოიწვიოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში;

გ) ამ კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილმა ვადებმა შეინარჩუნოს მოქმედება და ისინი ხელახალი კონკურსის გამოცხადების მომენტიდან აითვალოს.

2. თუ საქართველოს პარლამენტი მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 61 მუხლის შესაბამისად წარდგენილ კანდიდატთაგან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტამდე აირჩევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტიდან. თუ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანდიდატთაგან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს 2022 წლის 1 მარტის შემდეგ აირჩევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალარჩეული უფროსის უფლებამოსილება დაიწყოს მისი არჩევის მომდევნო დღიდან.

3. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

4. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2022 წელს ფინანსდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00).

6. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2022 წელს არ წარედგინება.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ

მუხლი 29. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლები

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ 2022 წლის 1 მარტიდან განისაზღვროს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის გამო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტი დადგენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ ეს დანაშაული ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე გავრცელდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, თუ ეს დანაშაული ჩადენილია 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4238 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4893 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1571 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2198 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

მუხლი 30. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები და 27-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

2 1. ამ კანონის 23-ე−26-ე მუხლები და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის მე-19−22-ე მუხლები და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

4. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4238 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4587 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4893 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3273-რს

11. 29/05/2024 - საქართველოს კანონი - 4209-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/06/2024 10. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3992-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2198-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 8. 17/11/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/9/1673,1681 - ვებგვერდი, 22/11/2022 7. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1571-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 6. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1312-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 5. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 4981-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 4. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4893-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 3. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4587-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 2. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4238-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 1. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3802-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018