„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3274-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.019078
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3274-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
010100000.05.001.019078
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა;

მ) მესამე პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სახელმწიფო ინსპექტორი − „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობისთვის;“;

გ) „ფ“−„ღ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3მუხლი:

„მუხლი 31. სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კანონის აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები

სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კანონის აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება

კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის მიერ ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საქმიანობის განხორციელების, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნებისათვის, თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბიომეტრიულ მონაცემთა გამოყენებამდე მონაცემთა დამმუშავებელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიაწოდოს იგივე ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მონაცემთა სუბიექტს, კერძოდ, ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნისა და მონაცემთა დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.“.

4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებას.“.

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის შეტყობინების ვალდებულება

1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, წარედგინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში.

5. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

6. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“.

7. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა დამმუშავებლის ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს იმგვარად უნდა ეცნობოს, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.“.

8. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო დაწესებულებაა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ასევე იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა სუბიექტის მიმართვას განიხილავს ამ კანონით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.“.

9. V თავი ამოღებულ იქნეს.

10. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა გადაცემა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ.“.

11. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა

სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე.“.

12. 53-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა, მათ შორის, ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა და მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

13. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

1. ამ კანონის 43-ე−54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3274-რს