დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3282-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 140100000.05.001.019084 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ასეთი საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების დადგენილი წესით გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. 2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას), აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4986 – ვებგვერდი, 23.09.2019წ.
4. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომლებს.“.“. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4986 – ვებგვერდი, 23.09.2019წ. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4251 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4596 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4896 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.
|
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3282-რს |
დოკუმენტის კომენტარები