დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3298-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.019092 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/08/2018 - 27/12/2018)
|
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მის წარმომადგენელს, საქართველოს ეროვნულ ბანკს – მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცემათ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3298-რს |
დოკუმენტის კომენტარები