დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3278-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.019075 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (09/08/2018 - 27/12/2018)
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის;“. 2. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება, აღნიშნული ბრალდებულის პატიმრობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია ბრალდებულის უსაფრთხოებისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3278-რს |
დოკუმენტის კომენტარები