პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3278-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.019075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3278-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
100030010.05.001.019075
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის;“.

2. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება, აღნიშნული ბრალდებულის პატიმრობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია ბრალდებულის უსაფრთხოებისათვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4252 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4897 – ვებგვერდი, 28.06.2019წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3278-რს