საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24-80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016526
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24-80
27/07/2018
ვებგვერდი, 27/07/2018
300330000.35.101.016526
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2018 - 07/12/2018)

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24-80

2018 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 75-ე მუხლის  „ე.გ1“ და „ე.ვ1“ ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 111 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა1 ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 52 მუხლის 21 პუნქტის, 56 მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი, ნებართვის გაცემის დღიდან 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე, თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი, ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, ნებართვის გაცემის დღიდან 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე,  თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გათავისუფლდეს ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია.
მუხლი 3
დამტკიცდეს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 4
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნებართვის გაცემა ნებართვის მაძიებლებზე უზრუნველყოს 2018 წლის პირველი აგვისტოდან.

2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ წესში ცვლილების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ახალ ან/და დამატებით სანებართვო პირობებს, მათ შორის:

ა) აკრძალვას მარჯვენასაჭიან და სამკარიან სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

ბ) აკრძალვას შესაბამისი ფერისა და ვიზუალის გარდა სხვა ფერისა და ვიზუალის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის  ნებართვის გაცემის შესახებ;

გ) ავტომობილებზე ვიზუალური კუთხით ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი საშუალების არსებობის და ასეთის არ არსებობის შემთხვევებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2019 წლის პირველი ოქტომბერი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემული ნებართვა მოქმედებს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

4. ნებართვის მაძიებელი, რომელიც ნებართვას აიღებს 2018 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მოქმედების პერიოდში დადგენილ სანებართვო პირობებს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ნებართვის გამცემმა ნებართვის გაცემა ნებართვის მაძიებლებზე უზრუნველყოს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე



დანართი
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზა – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა, რომელზეც წვდომა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნებართვის გამცემს.

გ) M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის“ შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება (ან საშუალების კატეგორია), რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად;

დ) მსუბუქი ავტომობილით ტაქსით  (M1 კატეგორია) გადაყვანა – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

ე) ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს მომსახურება  საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია);

 ვ) ნებართვის გამცემი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული ერთეული;

ზ)  ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

თ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ნებართვის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული უფლებამოსილება;

ი) ნებართვის გაცემის  ფასი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფასი მსუბუქ ავტომობილზე ტაქსიზე (M1 კატეგორია);

კ) პირადი მუნიციპალური სივრცე – შესაბამის ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შექმნილი პირადი სივრცე, რომლის გამოყენებით ნებართვის მაძიებელს კომუნიკაცია აქვს ნებართვის გამცემთან;

ლ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური პირი;

მ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ო) ტაქსი – დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ანაზღაურების სანაცვლოდ ხორციელდება მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა;

პ) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების თაობაზე.


მუხლი 3. ნებართვის გაცემის პირობები 
1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება  ამ  წესის შესაბამისად.

2. ნებართვა გაიცემა პირზე.

3. ნებართვის მისაღებად ელექტრონული განცხადება უნდა შეივსოს ელექტრონულ მისამართზე: www.taxi.tbilisi.gov.ge.

4. ნებართვის მაძიებელი ელექტრონული განცხადების შევსებისას ელექტრონულ მისამართზე გაივლის შემდეგ პროცედურას:

ა) სისტემაში მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე ნებართვის მაძიებელი ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, რომელშიც ავტორიზაციას გადის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით

ბ) ავტორიზაციის შემდეგ (ერთჯერადად) სისტემა, ნებართვის მაძიებელს სთავაზობს წესებს და პირობებს მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცის მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ნებართვის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რა დროსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზიდან აისახება პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და გააქტიურდება მომხმარებლის პირადი მუნიციპალური სივრცე;

გ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს პირად ან ორგანიზაციის კუთვნილ სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერს, რის შემდეგაც ნებართვის გამცემი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, ტიპი, მოდელი, გამოშვების წელი, ფერი, საწვავის ტიპი ან  ენერგიის წყარო, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა  მძღოლის ადგილის ჩათვლით და სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები) და ნებართვის მაძიებლის მართვის მოწმობის შესახებ (მოქმედების ვადის მქონე მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის შესაბამისად კატეგორიის შესახებ ინფორმაცია, რომელზეც იგი ვრცელდება) საჭირო მონაცემებს იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომი მომსახურების სააგენტო)  ელექტრონული ბაზიდან, მომსახურების სააგენტოსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული შესაბამისი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;

დ) ნებართვის მაძიებელი საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით ქმნის განაცხადს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ახორციელებს საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობით/საქართველოში მცხოვრები უცხოელის მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობით „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი არ ფლობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც სურს განახორციელოს გადაყვანა, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში ასახულ სატრანსპორტო საშუალებაზე განსაზღვრული ინსტრუმენტით ქმნის სპეციალურ უნიკალურ კოდს, რომელსაც გადასცემს ნებართვის მაძიებელს. ნებართვის მაძიებელი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქმნის მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეს, შემდეგ სისტემაში არსებული შესაბამისი ფორმის გამოყენებით უთითებს სპეციალურ უნიკალურ კოდს და ავტოსატრანსპორტო საშუალება აისახება სისტემაში და ამის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად  ქმნის განაცხადს.

6. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე ნებართვა უკვე გაცემულია, ყოველმა პირმა, რომელსაც სურვილი აქვს იყოს უფლებამოსილი მგზავრთა გადაყვანაზე ამ სატრანსპორტო საშუალებით, რეგისტრაცია უნდა გაიაროს ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადით შეუძლია გახდეს მგზავრთა გადაყვანაზე უფლებამოსილი პირი იმ შემთხვევაში, თუ აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და არის ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანხმობა.

7. ნებართვა, ამ წესის შესაბამისად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მიმღებს გააჩნია შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და მის მიერ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.


მუხლი 4. ელექტრონული მისამართით მომსახურების უზრუნველყოფა

 

1. ელექტრონული მისამართის (www.taxi.tbilisi.gov.ge) გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

2. ნებართვის გაცემისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ნებართვის მაძიებლის მართვის მოწმობის შესახებ შესაბამისი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს  თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე ნებართვის მაძიებლის პირადი მონაცემების მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.

 


მუხლი 5. სადავო საკითხების მოგვარება
ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 6. ნებართვის გაცემა, ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, განახლება და დამუშავება.

 

1. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებელზე ელექტრონული ფორმით.

2. ნებართვა გაიცემა ნებართვის მაძიებლის საკუთარი მომხმარებლის პირად მუნიციპალურ სივრცეში რეგისტრაციისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდისთანავე დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

3. გაცემული ნებართვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას, განახლებას და დამუშავებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (ს/ნ 405026877).

4. ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და სტატუსი;

დ) ნებართვის სახე;

ე) ნებართვის მფლობელის მიმართ შედგენილ საჯარიმო ქვითარში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, დარღვევის არსის მითითებით.

5. ერთიან საინფორმაციო ბაზაში ნებართვის შესახებ ან/და სანებართვო პირობების დარღვევისთვის ნებართვის მფლობელისთვის შედგენილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციები უნდა აისახოს დაუყონებლივ.


მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეუძლია ნებართვის გამცემს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

2. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ ნებართვის მაძიებელმა არ უზრუნველყო ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, წინასწარ არ გადაიხადა ნებართვის გაცემის ფასი.

 


მუხლი 8. სანებართვო პირობები
ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ნებართვაში მითითებული მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია);

ბ) მომსახურების გაწევისას, თუ იყენებს ტაქსის აღმნიშვნელ ყვითელ მანათობელ ნიშანს ან ავტომობილს გააჩნია ტაქსის მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი საშუალება, მძღოლი ვალდებულია ტაქსის აღმნიშვნელი ყვითელი მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე;

გ) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ.


მუხლი 9. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:

ა) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები მომსახურების უკეთესად ორგანიზების შესახებ;

ბ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.

2. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებაში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა;

ბ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრების გადაყვანა;

გ) არ მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საგნების გადაზიდვა;

დ) არ დაუშვას მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან;

ე) არ მოახდინოს მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა;

ვ) ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები ჩააბაროს დაკარგული ნივთების ბიუროში ან შესაბამისი რაიონის პოლიციაში;

ზ) ხელი შეუწყოს კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს მუშაობაში;

თ) წარუდგინოს ნებართვის გამცემს ყველა საჭირო ინფორმაცია ნებართვის გამოყენების შესახებ ნებართვის გამცემის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.


მუხლი 10. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
1. ნებართვის გამცემი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე;

ე) ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევისას მოქმედებს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს, ნებართვის მფლობელს უუქმდება ნებართვა.

 


მუხლი 11. ნებართვის მოქმედების ვადა

 

1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ერთი წლის ვადით.

2. ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის გაუქმებამდე.


მუხლი 12. სანებართვო მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები
1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მძღოლის ფოტოსურათი;

ბ) მძღოლის სახელი და გვარი;

გ) ნებართვის ნომერი;

დ) ნებართვის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

ე) სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;

ვ) სატრანსპორტო საშუალების მარკა და მოდელი;

ზ) სწრაფი გამოხმაურების კოდი (QR კოდი).

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები დატანილი უნდა იქნას  A5 ფორმატის ზომის ქაღალდზე.


მუხლი 13. ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი

 

ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ერთჯერადად, ნებართვის გაცემამდე, სისტემაში შექმნილი ინვოისის საფუძველზე.

მუხლი 14. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

 

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი ან მის მიერ განსაზღვრული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.


მუხლი 15. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

 

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ნებართვა შეიძლება ვადის გასვლამდე გაუქმებულ იქნეს:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალების, დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ცნობის შემთხვევაში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა;

გ) ნებართვის მფლობელისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების)  შემთხვევაში;

დ) თუ ნებართვის მფლობელი აღარ არის იმ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, რომელზეც გაიცა ნებართვა;

ე) სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;

ვ) საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

3. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნებართვის გაუქმება ფორმდება მისი გამცემის მიერ, რაც ეცნობება ნებართვის მფლობელს. 


მუხლი 16. უწყებრივი სანებართვო რეესტრი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს ნებართვის გამცემი.

2. ნებართვის გამცემს ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმების შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.

3. უწყებრივ სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, რომელზეც გაცემულია ნებართვა;

გ) სანებართვო მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;

დ) ნებართვის სახე.

4. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

 


მუხლი 17. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის 
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის მომსახურების განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 


მუხლი 18. ერთიანი საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა
1. ამ წესის მოთხოვნების დაუცველობისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებენ კონტროლს ამ დადგენილებით განსაზღვრული და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე.

2. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 



17. 25/08/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29-63 - ვებგვერდი, 29/08/2023 16. 19/05/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25-33 - ვებგვერდი, 19/05/2023 15. 17/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23-10 - ვებგვერდი, 17/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 09/09/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14-84 - ვებგვერდი, 12/09/2022 13. 18/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8-24 - ვებგვერდი, 21/03/2022 12. 29/12/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 72-140 - ვებგვერდი, 30/12/2020 11. 03/04/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 56-42 - ვებგვერდი, 06/04/2020 10. 18/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53-26 - ვებგვერდი, 20/02/2020 9. 08/11/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 48-88 - ვებგვერდი, 12/11/2019 8. 16/08/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 45-74 - ვებგვერდი, 20/08/2019 7. 25/06/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 43-49 - ვებგვერდი, 27/06/2019 6. 24/05/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 42-38 - ვებგვერდი, 28/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 24/05/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 42-37 - ვებგვერდი, 28/05/2019 4. 24/05/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 42-36 - ვებგვერდი, 29/05/2019 3. 12/02/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37-9 - ვებგვერდი, 14/02/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 12/02/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37-8 - ვებგვერდი, 14/02/2019 1. 07/12/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32-110 - ვებგვერდი, 11/12/2018