დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3217-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 450030000.05.001.019130 |
|
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 42-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას.“; გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული ნაწილებისა, უნდა შედგებოდეს აგრეთვე შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის შესახებ; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის შესახებ. 9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს მოიცავს, განაშენიანების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის.“. 2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები.“. 3. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამცავ ზონებში, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ენიჭება აგრეთვე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, აგრეთვე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს.“. 4. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან. |
ქუთაისი, 20 ივლისი 2018 წ. N3217-რს |
დოკუმენტის კომენტარები