პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3220-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019103
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3220-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 13/08/2018
240110000.05.001.019103
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. ამ თავში გამოყენებული ტერმინები და მარეგულირებელი ნორმები გამოიყენება V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ.“;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული I−IV კლასების შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები.“.

2. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:

ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს აგრეთვე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;

ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;“.

3. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 45-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა.ა“−„ა.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

8. 46-ე და 47-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 11

1. ამ კანონის მოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.

საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4747 – ვებგვერდი, 30.05.2019წ.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3220-რს