დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016360 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესი“ დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდვური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 აპრილის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/04/2016, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016118); ბ) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/03/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.113.016223). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესი
|
მუხლი 1 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე: 200122900, შემდეგ სახაზინო კოდზე: 300903106.
|
მუხლი 2 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს აპარატი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ.
|
მუხლი 3 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა) წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
|
მუხლი 4 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის („საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა) წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის.
|
მუხლი 5 |
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
|
დოკუმენტის კომენტარები