„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3160-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.05.001.019046
3160-რს
20/07/2018
ვებგვერდი, 30/07/2018
190040000.05.001.019046
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ამ  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტებით  გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4−მე-6 პუნქტები:

„4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც უწევს სხვა მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს სამსახური, რომელიც  ამ მიზნით საცხოვრებელ ბინას ქირაობს.

5. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის   წესსა   და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3160-რს