დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3128-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.018974 |
|
პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.“. 2. მე-6–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება 1. სპეციალური პენიტენციური სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით. 2. სამსახურის სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ. 3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას. 4. სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლებები, მოვალეობები და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. სამსახურის მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 71. სამსახური 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულება; ბ) პენიტენციური დაწესებულებებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა; გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება; ე) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა; ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; ი) თავისი გამგებლობის სფეროში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სამსახურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 3. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს გენერალური დირექტორი. 4. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მინისტრს. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით (კოდებით), რომლის (რომელთა) განმახორციელებელი იქნება სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი წელიწადში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. 6. მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი ვალდებულია წარუდგინოს მას რიგგარეშე ანგარიში თავის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 7. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული ცალკეული უფლებამოსილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს. 8. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში პენიტენციური სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ცალკეული ამოცანების შესრულების მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორი ქმნის სამსახურის დირექტორატს, რომლის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელები. 9. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომლებსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 10. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებით. 11. სამსახურის გენერალური დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს. 12. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მუხლი 8. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა. პენიტენციური დაწესებულების სახეები 1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. 2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს მინისტრი. 3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი. 5. პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. 6. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.“. 3. 101 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.“. 4. მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“. 5. მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო.“. 6. მე-17 მუხლის: ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“; ბ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 7. 172 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.“. 8. 173 მუხლის მე-2−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება. 21. ქალ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის. 3. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე. 32. ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. 4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის ორგანიზებას, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს. 5. საოჯახო პაემანი გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა. 6. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.“. 9. 23-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.“. 10. 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.“. 11. 26-ე მუხლის: ა) პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება: ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე; ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად; გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით. 11. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით დგინდება მსჯავრდებულის გამცილებელ თანამშრომელთა რაოდენობა. მსჯავრდებულის გაცილება ხდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.“. 12. 27-ე მუხლის: ა) 11 და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.“; ბ) მე-4−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია: ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო; ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე; გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შეიძლება მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. 6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ – დანიშნულების ადგილი).“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები: ა) გირაო – არანაკლებ 2 000 ლარისა; ბ) პირადი თავდებობა; გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.“; დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“. 13. 28-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას. 3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.“. 14. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები 1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები; ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი; გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.“. 15. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი. მუხლი 32. სპეციალური პრევენციული ჯგუფი სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობს სპეციალური პრევენციული ჯგუფი.“. 16. 36-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი პირადი საქმე ინახება სამსახურის არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და საქმის არქივში შენახვის ვადას განსაზღვრავს მინისტრი.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. 17. 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.‘‘. 18. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის გათავისუფლებისას სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“. 19. 39-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ მიმართავს სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან სასამართლოს.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 20. 41-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამსახურის ადგილობრივი საბჭო“; ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის: ა) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი; ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი. 3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი. იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით. იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. იმავე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) ამ ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება; ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.“; დ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საბჭოების საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. იგი საბჭოებს წარმოადგენს სასამართლოში. მას უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).“. 21. 46-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.“; გ) 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.“. 22. 47-ე მუხლის პირველი−22 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი. 2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. 21. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 22. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.“. 23. 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.“. 24. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.“. 25. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.“. 26. 54-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-, ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.“; გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი: „81. ამ მუხლის შესაბამისად დაარქივებულ მასალას ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული მასალის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ან/და მისი დამცველისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“. 27. 55-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების ერთ-ერთი შემდეგი მიზნით შეგროვება, დამუშავება და ანალიზი: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და თავიდან აცილება; ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება; გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას სამსახურის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები.“; გ) მე-3−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ამ მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები. 5. ამ მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. 6. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.“. 28. 551 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 29. 56-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები.“. 30. 571 მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის გენერალურ დირექტორს.“. 31. 573 მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამსახურთან. ამასთანავე, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის.“. 32. 58-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. სამსახურის გენერალური დირექტორი შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.“. 33. 581 მუხლის: ა) მე-2−მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს. 3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები. 4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით. 5. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.“. 34. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.“. 35. მე-60 მუხლის: ა) მე-3 და 31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი. 31. პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ გადაღებაზე. გადაღების თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.“; გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი: „61. პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 36. 603 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 37. 63-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 38. 66-ე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; კ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 39. 663 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. მათი მოსმენისა და ჩაწერის შესახებ მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 40. 664 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; თ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.“. 41. 715 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. 3. სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.“. 42. 716 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“. 43. 718 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.“. 44. 72-ე მუხლის: ა) 31−34 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პირობებს უზრუნველყოფს სამსახური. 32. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 33. ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება. ქალი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 34. ამ მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას გაითვალისწინება ქალი მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, ქალი მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.“; ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; გ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.“. 45. 82-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, საბჭო.“. 46. 94-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას) აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების ორგანიზება და კონტროლი ეკისრება სამსახურს.“. 47. 98-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.“. 48. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.“. 49. 111-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.“. 50. 114-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. 5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.“. 51. 1151 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 52. 116-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მსჯავრდებულის რესოციალიზაციას სამსახური და პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.“. 53. 118-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან.“; ბ) 51 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით, სამსახურის ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.“. 54. 1181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1181. სამსახურის სისტემაში კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება სამსახური ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას, რომელთა მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების მეცნიერული შესწავლა.“. 55. 121-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.“. 56. 1211 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას: ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით მონახულების უფლება; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის; გ) თუ საავადმყოფო ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვერ უზრუნველყოფს მომვლელის მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს საავადმყოფოს ხელმძღვანელის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება; დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების, ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება. 4. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი. 5. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი მსჯავრდებული ქალთა სპეციალური დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.“. 57. 122-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმა არ იწვევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების ლიკვიდაციას. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებების ყოფილ მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობები და შრომის ანაზღაურება, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება. 6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (მინისტრის), პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3128-რს |
დოკუმენტის კომენტარები