„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16953
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/07/2018
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016459
16953
03/07/2018
ვებგვერდი, 10/07/2018
000000000.00.00.016459
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №16953

2018 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2):

ა.ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

1. დეპარტამენტი სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების შესწავლასა და ანალიზს, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციაში (IOTA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში (WCO), საგადასახადო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პლატფორმებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმში (FTA), ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში და აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობას;

ვ) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას და მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

კ) სამსახურის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე;

ლ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

მ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობას;

ნ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტში საკითხების წარდგენასა და კოორდინაციას შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სახელმწიფო უწყებებთან და ევროკავშირის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან;

ო) საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოებთან და გადასახადის გადამხდელთან მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენლობას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.

2. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

ა.ბ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-5 და მე-6 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

ა) საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველო.

მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველო დეპარტამენტის ფუნქციის გათვალისწინებით საერთაშორისო საბაჟო, სანიტარიულ-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოებას, ოფიციალურ მიმოწერას და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სარეიტინგო კვლევების (მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტი „ვაჭრობა საზღვრებს შორის“/ World Bank Doing Business index component on „Trading Across Borders“; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინდექსი „ვაჭრობის ხელშეწყობის ინდიკატორები“ (OECD index on „Trade Facilitation Indicators“) შესწავლასა და ანალიზს, ასევე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) მიერ შემუშავებული სხვადასახვა საერთაშორისო ინსტრუმენტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე; მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაბამის მონაცემთა ბაზებთან (CEN, n-CEN, CTS etc. ) წვდომის და ინფორმაციის განთავსების კოორდინაციას;

ვ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებასა და მისი მონაწილეობის ორგანიზაციულ მხარდაჭერას;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა და კოორდინაცია, ამასთან კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

თ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული მე-4 კარის პირველი თავის პირველი, მე-5 თავით, პირველი და მე-2 ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მე-13 დანართში მითითებულ საბჭოს დირექტივებთან, რეგულაციებთან მიახლოებული ნორმატიული აქტების, საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამასთან შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

ი) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების სანიტარიულ, ფიტოსანიტარიული, ვეტერინალური სასაზღვრო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული მე-4 კარის IV თავით გათვალისწინებული ვალდებულებების, სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალით გათვალისწინებული საბჭოს დირექტივებთან, რეგულაციებთან მიახლოებული ნორმატიული აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამასთან შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

კ) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

ლ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

2. საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველო დეპარტამენტის ფუნქციის გათვალისწინებით საერთაშორისო საგადასახადო საკითხებზე უზრუნველყოფს:

ა) „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და საგადასახადო თემატიკის გათვალისწინებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებისა და დადების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ასევე მათი იმპლემენტაციის მიზნით მოქმედებათა განხორციელების კოორდინაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასა (IOTA) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პლატფორმებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა ფორუმში (FTA), ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობას;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განხორციელებული სარეიტინგო კვლევების (მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის კომპონენტი World Bank Doing Business index component on „Paying Taxes“ შესწავლა და ანალიზი, ასევე, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;

დ) საერთაშორისო პროექტების მოძიებას, მომზადებას, შეთანხმებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ე) საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციას, ქვეყნისთვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, წინადადებების შემუშავებას, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების პროგრამების შესრულების კოორდინაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების შესწავლასა და ანალიზს;

ზ) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევის მხარდაჭერას, რაც მოიცავს მსგავსი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიცირებას, მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის დასმას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატთან გასაუბრებას;

თ) სამსახურის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე;

ი) უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დაინტერესებულ უცხო პირთა დელეგაციების საქართველოში ვიზიტის, აგრეთვე უცხო ქვეყანაში სამსახურის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზებას, დღის წესრიგის, პროგრამის შედგენასა და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელებას;

კ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების, უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან თანამშრომლობას;

ლ) ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საგადასახადო თავით და 22-ე დანართით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მხარდაჭერად, მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობასა და პროცესის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სამოქმედო გეგმის კოორდინაციას;

მ) საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების შესახებ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ სახელმწიფოთა ორგანოებთან და გადასახადის გადამხდელთან მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენლობას;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):

გ.ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

გ.ბ) მე-6 მუხლის:

გ.ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

დ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა.ა) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე3“ და „ე4“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) კანონმდებლობით დადგენილი წესით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვას (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) და შესაბამის რეაგირებას. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

4) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;“;

დ.ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების თაობაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტისთვის წარდგენას;“;

დ.ა.გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

დ.ა.დ) „პ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „პ3“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ3) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას;“;

დ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო.“;

დ.გ) 92 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.დ) 93 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 93. საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო

 საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის განხორციელებისა და გადამხდელთა მოთხოვნის დამუშავების სამმართველო ახორციელებს:

ა) შესაბამის შემთხვევებში, საგადასახადო დეკლარაციების კონტროლს, ასევე, ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ განხილვასა და შესაბამისი რეაგირებას. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

გ) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის.“;

დ.ე) მე-10 მუხლის:

დ.ე.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი/მოწოდებული მონაცემების (დეკლარაციების, ინვოისების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და სხვა) სისტემატიზებული ელექტრონული ბაზის წარმოება;“;

დ.ე.ბ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტებიდან ,,შემთხვევითობის პრინციპით“ დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოსათვის გადასაცემი აქტების შერჩევა არსებული წესის მიხედვით ხარისხის კონტროლის განსახორციელებლად;“;

დ.ე.გ) „ნ2“, „ნ3“, „ნ4“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.ვ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ვ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო მონიტორინგის გეგმის მომზადება, თითოეული ობიექტის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დაწყების თარიღის, ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის, საგადასახადო მონიტორინგს დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის სახის/სახეების, საგადასახადო მონიტორინგის ტიპის, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების კონკრეტული ადგილის ან/და ეკონომიკური საქმიანობის პერიმეტრის/მოძრაობის მარშრუტისა და განრიგის განსაზღვრა;“;

დ.ვ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, ვიდეოკონტროლი, მრიცხველები, ნიშანდებები და სხვა) გამოყენებით;“;

დ.ზ) მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.თ) მე-17 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ე.ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

ე.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველო;“;

ე.გ) მე-8 მუხლის:

ე.გ.ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.გ.ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.გ.გ) მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.დ) მე-9 მუხლის:

ე.დ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცვლილებისა და სიახლეების თაობაზე გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება;“;

ე.დ.ბ) „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე.ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ვ) მე-11 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველო

აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურე ბანკის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის (tax free) ბანკისთვის დაბრუნება; შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

ბ) არასაგადასახადო შემოსავლების (სხვა შემოსულობის) სახით გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული ზედმეტობების სხვა გადასახადების ანგარიშზე გადატანის მიზნით ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;

გ) გადასახადის გადამხდელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვის მიზნით შესაბამისი რეაგირების განხორციელება. მოთხოვნის შემთხვევაში უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გადაფარვის შესახებ შეტყობინების გაცემა;

დ) სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ და აღნიშნული მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ე) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; ცალკეულ შემთხვევებში საბაჟო კუთხით პირადი აღრიცხვის ბარათების შემოწმება;

ვ) თანხის დარიცხვის/შემცირების თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნების მომზადება და სავარაუდო დარიცხვების განხორციელება, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამართალდარღვევის ოქმების ან/და ბრძანებების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

თ) გადახდისუუნარობის/რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელების პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოება, ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება;

კ) მონაცემთა ბაზებიდან სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის მომზადება;

ლ) განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ცნობის გაცემა;

მ) საქონელზე ან/და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის ფაქტის არსებობა/არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა;

ნ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ე.თ) მე-14 მუხლის:

ე.თ.ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.თ.ბ) მე-2 პუნქტის:

ე.თ.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სანებართვო პირობების კონტროლის შედეგების ელექტრონულ ბაზაში ასახვა;“;

ე.თ.ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) კომპეტენციის ფარგლებში, ნებართვის მფლობელი/მაძიებელი პირის მიერ მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ობიექტის დათვალიერება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნების კონტროლის და ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობის გადამოწმების მიზნით;

2) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;“;

ე.თ.ბ.გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ვ.ა) მე-5 მუხლის:

ვ.ა.ა) პირველი პუნქტის „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ2) პოტენციური დღგ-ის გადამხდელ პირთა გამოვლენას, გადამხდელებთან კომუნიკაციას წარმოსადგენ დეკლარაციასთან დაკავშირებით, იმ პირთა გამოვლენას, რომელთაც არ განუხორციელებიათ დეკლარირება;“;

ვ.ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტანდარტებისა და პროცედურების, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

ვ.ბ) მე-9 მუხლის:

ვ.ბ.ა) პირველი პუნქტის:

ვ.ბ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.ბ.ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგებზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;“.

ვ.ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) 111 მუხლის „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ზ.ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: სოსო (კობა) აბზიანიძის ქუჩა №4.“;

ზ.ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ზ.ბ.ა) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ს1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს1) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელებას, ასევე, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლს;“;

ზ.ბ.ბ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „წ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ1) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

ზ.ბ.გ) „ჭ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჭ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ2) დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);“;

ზ.გ) მე-8 მუხლის:

ზ.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმების მომზადების ორგანიზება;

2) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმებისა და სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და საჭიროებისამებრ წარდგენა;“;

ზ.გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) მომსახურების ხარისხისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით მომსახურებისა და პროგრამული მოდულების დანერგვა/გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;“;

ზ.გ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებსა და პროექტებში დეპარტამენტის ჩართულობის პროცესის მართვა;“;

ზ.გ.დ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.დ) 82 მუხლის:

ზ.დ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.დ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლი;“;

ზ.დ.გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „უ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ1) შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა (დარიცხვა, შემცირება);“;

ზ.ე) მე-10 მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ.ვ) 161 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა;

2) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;“.

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14):

თ.ა) მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.ბ) მე-8 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) გადამხდელთა რეგისტრაციის, მომსახურების, განათლების, საგადასახადო აუდიტის, მიმდინარე კონტროლისა და სხვა პროგრამების საოპერაციო დაგეგმვა.“;

თ.გ) მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.დ) 102 მუხლი ამოღებულ იქნეს;

თ.ე) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №15) მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას.“;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №16) მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და შესაბამისი წინადადებების იურიდიული დეპარტამენტებისათვის წარდგენას;“;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №19):

ლ.ა) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;“;

ლ.ბ) მე-5 მუხლს დაემატოს „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადამხდელთა განათლების და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველო;

ე) ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველო.“;

ლ.გ) მე-6 მუხლის:

ლ.გ.ა) პირველი პუნქტის:

ლ.გ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში, სიტუაციური და პროცედურული სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;“;

ლ.გ.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შერჩევასთან, მათ დანერგვასა და სრულყოფასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;“;

ლ.გ.ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;“;

ლ.გ.ბ) მე-2 პუნქტის:

ლ.გ.ბ.ა) „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ლ.გ.ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ1)კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;“;

ლ.გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შემოსავლების სამსახურის მიერ იმპორტის გადასახდელების (იმპორტი გადასახადი, აქციზი და დამატებული ღირებულების გადასახადი) ადმინისტრირების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

ბ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

გ) საგადასახადო შეღავათების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციებისა, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

დ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციებისა, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შემოსული წინადადებების, წინადადებების, დავების განმხილველი ორგანოების (მათ შორის, სასამართლოს) გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გადამხდელთა მომსახურების სტანდარტების, სახეობების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ლ.გ.დ) დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელთა განათლებისა და მომსახურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელთა განათლების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

ბ) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მომსახურების პროცედურების შემუშავება, განახლება და დახვეწა.;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროცედურების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;

დ) გადამხდელთა მომსახურების სტანდარტების, სახეობების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ე) უკმაყოფილო გადამხდელების მიერ დაფიქსირებული საჩივრების პერიოდული ანალიზი შესაბამისი მეთოდოლოგიის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ვ) გადამხდელების კმაყოფილების კვლევების შედეგად დაფიქსირებული მომსახურების ხარისხისა და პროცედურების სისუსტეებისა და ხარვეზების ანალიზი და გაუმჯობესების პროექტების დამუშავება/განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და მისი დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

თ) გადასახადის გადამხდელთან საკომუნიკაციო ფორმების ანალიზი, მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროექტების შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

5. ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

ბ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

დ) გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურებთან და მონაცემთა ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება, მათი დამტკიცების კოორდინაცია, სისტემატიზაცია და გასაჯაროების უზრუნველყოფა;

ე) საგადასახადო დავებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მეთოდური უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                    გიორგი თაბუაშვილი