ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016452
64
06/07/2018
ვებგვერდი, 12/07/2018
010250050.35.105.016452
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2018 წლის 6 ივლისი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:

ა)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი (დანართი №1);

ბ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია




                                                                                                                           დანართი №1

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი

 

 

აღწერილობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 -ს. 

ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ზუგდიდი.“

 

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა

 

 

აღწერილობა

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია  ოქროს ჯვარი.

ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს;  სადაც  I  და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7.

დროშის I და III მეოთხედები  – ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები – ძოწის.

ოქროს ჯვარზე მოთავსებულია  ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით – ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5-ს.

დროშის პროპორციაა 2:3.