საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 05/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016127
31/ნ
05/07/2018
ვებგვერდი, 05/07/2018
010240030.22.037.016127
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №31/ნ

2018 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 104-ე მუხლის პირველი პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის და დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის ლიკვიდაციის მიზნით:

ა) ლიკვიდატორად განისაზღვროს დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე;

ბ) ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გაეგზავნოს დეპარტამენტს ტერიტორიული ორგანოების თითოეული მოხელისათვის შეტყობინების მიზნით და ეცნობოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს.

2. ლიკვიდატორმა უზრუნველყოს:

ა) ტერიტორიული ორგანოების ბალანსზე რიცხული ქონებისა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;

ბ) ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დეპარტამენტისთვის გადაცემა;

გ) ტერიტორიულ ორგანოებში დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, დაარქივება/განადგურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

3. ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლეს – დეპარტამენტს.

4. დეპარტამენტმა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით.

5. დეპრტამენტის დებულებაში სათანადო ცვლილების ძალაში შესვლისთანავე საქმიანობა შეწყვიტონ ტერიტორიულმა ორგანოებმა.

6. ლიკვიდატორმა უზრუნველყოს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარება, ხოლო სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულება ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში.

7. ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს დეპარტამენტი.

8. დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 5 ივლისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმაია ცქიტიშვილი