დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 352 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.020668 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესში“:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ23“ და „ჰ24“ ქვეპუნქტები: „ჰ23) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა) (2), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა (დანართი №56); ჰ24) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის (2) განკუთვნილი იმ თევზის ზეთისათვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით (დანართი №57).“. 2. დაემატოს №56 და №57 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები