„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2755-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.019043
2755-IIს
29/06/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
400000000.05.001.019043
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:

„25. წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემა − ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გატარებისა და გაწმენდისათვის.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება.“.

3. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩასაშვები ჩამდინარე წყლის დადგენილ ნორმამდე გაწმენდა;“.

4. 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების დაცვა;“.

5. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ.ვ“ ქვეპუნქტი:

„ჰ.ვ) „წყალარინების  (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2018 წლის 10 აგვისტომდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივნისი 2018 წ.

N2755-IIს